
ფსალმუნი 89:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოვსრავ მის წინაშე მის მტრებს და მის მოძულეებს დავამხობ.
ფსალმუნი 89:23 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 89:23 კონტექსტში
89:21რომ ჩემმა ხელმა წარმართოს იგი და ჩემმა მკლავმა გაამაგროს.
89:22ვერ დაჯაბნის მას მტერი და ურჯულო ვერ დაჩაგრავს მას.
89:23მოვსრავ მის წინაშე მის მტრებს და მის მოძულეებს დავამხობ.
89:24ჭეშმარიტება და წყალობა ჩემი მასთანაა და ჩემი სახელით მომაღლდება ღირსება მისი.
89:25ზღვას გადავაწვდენ მის ხელს და მდინარეებს - მის მარჯვენას.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 89:23
- მეფეთა ბ 7:9ყველგან შენთან ვიყავი, სადაც კი გივლია; მინადგურებია შენი მტრები შენ წინაშე; განმიდიდებია შენი სახელი, მსგავსად დიდებულთა სახელისა ამ ქვეეანაზე.
- მეფეთა ბ 7:1როგორც კი დაიწყო ცხოვრება მეფემ თავის სახლში, მოასვენა იგი უფალმა ირგვლივ მტრებისგან.
- ფსალმუნები 21:8შენი ხელი მისწვდება ყველა მტერს შენსას, მარჯვენა გაანადგურებს შენს მოძულეებს.
- ფსალმუნები 21:9ცეცხლოვან თონეს დაამსგავსებ მათ შენი რისხვის ჟამს; უფალი თავისი რისხვით დასწვავს, ხოლო ცეცხლი შთანთქავს მათ.
- იოანე 15:23ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს.
- ფსალმუნები 18:40და შენ შთამბერე ძალა საომრად, მოდრიკე ჩემზე აღმდგარნი ჩემს ფეხქვეშ.
- მეფეთა ბ 22:40შენ შემომარტყამ ძალას საბრძოლველად, ჩემ წინაშე აჩოქებ ჩემს მომხდურებს.
- მეფეთა ბ 22:44შენ მიხსენი ჩემი მეამბოხე ხალხისაგან; შენ მინახავ ერების მთავრად. ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახურება.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 89
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 89 · გახსენი ბიბლიის მკითხველში