
ფსალმუნი 9:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მტერი გაქრა, გაპარტახდა სამუდამოდ და შენ დაანგრიე ქალაქები, მათთან ერთად მოისპო მათი ხსენება.
ფსალმუნი 9:6 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 9:6 კონტექსტში
9:4რადგან შენ გაარჩიე ჩემი დავა და სამართალი; დაბრძანდი ტახტზე, სიმართლის მსაჯულო.
9:5განრისხდი ერებზე, მოსპე ბოროტი, მათი სახელი ამოშალე უკუნითი უკუნისამდე.
9:6მტერი გაქრა, გაპარტახდა სამუდამოდ და შენ დაანგრიე ქალაქები, მათთან ერთად მოისპო მათი ხსენება.
9:7ხოლო უფალი იარსებებს უკუნისამდე. მან მოამზდა სამართლისთვის თავისი ტახტი.
9:8და ის სიმართლით განსჯის მსოფლიოს, გაასამართლებს ხალხებს სისწორით.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 9:6
- გამოსვლა 14:13უთხრა მოსემ ხალხს: ნუ გეშინიათ, მტკიცედ იდექით და დაინახავთ, რომ მალე შეგეწევათ უფალი. დღეს ხედავთ ეგვიპტელებს, მაგრამ ამიერიდან აღარასოდეს იხილავთ.
- მიქა 7:8ნუ ხარობ ჩემზე, ჩემო მტერო! თუმც დაცემული ვარ, აღვდგები; თუმც ბნელში ვზივარ, უფალია ჩემი ნათელი!
- ესაია 14:22აღვდგები მათ წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი, და აღმოვუფხვრი ბაბილონს სახელს და ნატამალს, მონაგარს და მისხისმისხს, ამბობს უფალი.
- ესაია 14:23ზღარბთა და ჭანჭყობთა სამკვიდროდ გავხდი და განადგურების ცოცხით გავხვეტავ, ამბობს ცაბაოთ უფალი.
- იერემია 51:62თქვი: უფალო, შენ გიბრძანებია ამ ადგილის გამო, რომ განადგურებ მას, ისე რომ არავინ დარჩება იქ ადამიანიდან პირუტყვამდე, რადგან სამუდამო უდაბნოდ იქცევა.
- იერემია 51:64თქვი: ასე ჩაიძირება ბაბილონი და ვეღარ აღდგება იმ უბედურებისგან, რომელსაც თავზე დავათევ, და გაუწყდებათ ილაჯი.
- მეფეთა ა 30:1ტყვედ წაასხეს ქალები, ვინც კი იყვნენ, დიდიდან პატარამდე; არვინ მოუკლავთ, მხოლოდ გაიტაცეს და თავისი გზით წავიდნენ:
- ესაია 37:26ნუთუ არ გსმენია, რომ მე დიდი ხნის წინათ მქონდა ეს გამზადებული, ძველთაგანვე მქონდა დასახული? ახლა მოვაწიე, რომ ნანგრევებად ქცეულიყო ციხე-ქალაქები.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 9
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში