
ფსალმუნი 92:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფლის სახლში დარგულნი, ჩვენი ღმერთის ეზოებში აყვავდებიან;
ფსალმუნი 92:13 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 92:13 კონტექსტში
92:11უჭვრეტს ჩემი თვალი ჩემს მტრებს, ჩემ წინააღმდეგ აღმდგარ ბოროტმოქმედებზე გაიგონებენ ჩემი ყურები.
92:12წმიდანი ფინიკივით გაიფურჩქნება, ლიბანის კედარივით წამოიმართება.
92:13უფლის სახლში დარგულნი, ჩვენი ღმერთის ეზოებში აყვავდებიან;
92:14სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს - წვნიანსა და ხასხასას.
92:15რათა განვაცხადო, რომ მართალია უფალი, ჩემი საყრდენი, და არ არის მასში უსამართლობა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 92:13
- პეტრეს ეპისტოლე ბ 3:18არამედ იზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლითა და შემეცნებით. დიდება მას აწ და მარადის. ამინ.
- ესაია 61:3დასაწესებლად, რომ სიონზე მგლოვიარეთ მისცენ გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, სიხარულის ზეთი - გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი - მჭმუნვარების სულის ნაცვლად, რათა ეწოდოთ მათ სიმართლის მუხები - საუფლო ნერგი, რომ იდიდონ.
- ეფესელთა მიმართ 3:17და ქრისტემ რწმენის მეშვეობით დაივანოს თქვენს გულებში,
- რომაელთა მიმართ 6:5რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით მასთან თანაშეზრდილნი ვართ, აღდგომითაც მივემსგავსებით,
- ფსალმუნები 100:4შედით მის კარიბჭეებში ხოტბის შესხმით, მის ეზოებში - ქება-დიდებით; მადლობა შესწირეთ მას, ადიდეთ სახელი მისი.
- ფსალმუნები 116:19უფლის სახლის ეზოში, შენს შუაგულში, იერუსალიმო! ადიდეთ უფალი!
- ესაია 60:21შენი ერი ერთიანად მართალი იქნება და საუკუნოდ დაიმკვიდრებს ქვეყანას ჩემი დარგული მორჩი, ჩემ ხელთა ქმნილება, რათა იდიდოს.
- ნეშტთა შორისა ბ 4:9გააკეთა მღვდელთა ეზო, დიდი ეზო, ეზოს კარები და სპილენძით მოჭედა მათი კარები.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 92
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 92 · გახსენი ბიბლიის მკითხველში