
ფსალმუნი 96:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა, იხმაურებს ზღვა და სავსება მისი.
ფსალმუნი 96:11 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 96:11 კონტექსტში
96:9თაყვანი ეცით უფალს მოწიწებით; ათრთოლდი მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ!
96:10უთხარით ხალხებს: უფალი მეფობს! ამიტომ მტკიცეა სამყარო, არ შეირყევა. ის განიკითხავს ხალხებს სისწორით.
96:11გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა, იხმაურებს ზღვა და სავსება მისი.
96:12გაიხარებს ველი და ყოველი, რაც მასზეა, მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტევრისანი.
96:13უფლის წინაშე, რადგანაც მოვა, ქვეყნიერების განსასჯელად; განსჯის სამყაროს სიმართლით და ხალხებს - თვისი ჭეშმარიტებით.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 96:11
- ესაია 49:13გაიხარე, ცაო, და ილხინე, მიწავ, სიხარულით იყიჟინეთ მთებო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი და შეიბრალა თავისი წამებულნი.
- ფსალმუნები 69:34განადიდებენ მას ცა და დედამიწა, ზღვები და ყოველი, მათში მოძრავი.
- ფსალმუნები 97:1უფალი მეფობს, ილხინოს ქვეყნიერებამ; გაიხარონ უამრავმა კუნძულებმა.
- ფსალმუნები 98:7ახმაურდეს ზღვა და მისი სავსება, მსოფლიო და მისი მკვიდრნი.
- ფსალმუნები 98:9უფლის წინაშე, რადგანაც მოვა ქვეყნიერების განსასჯელად; განიკითხავს მსოფლიოს სიმართლით და ხალხებს სისწორით.
- ფსალმუნები 148:1ადიდეთ უფალი. ადიდეთ უფალი ზეციდან, ადიდეთ იგი სიმაღლეებში.
- ფსალმუნები 148:4ადიდეთ იგი, ცანო ცათანო, და წყლებო, რომელნიც ცათა მაღლა ხართ.
- ესაია 44:23გიხაროდეთ, ცანო, რადგან უფალმა მოიმოქმედა ეს! იყიჟინეთ, მიწის სიღრმეებო, სიხარულით იხმიანეთ, მთებო, ტყევ და ყოველო ხევ, რაც მასში ხარ, რადგან უფალმა გამოისყიდა იაკობი და ისრაელში განდიდდა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 96
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 96 · გახსენი ბიბლიის მკითხველში