
ფსალმუნი 98:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახმაურდეს ზღვა და მისი სავსება, მსოფლიო და მისი მკვიდრნი.
ფსალმუნი 98:7 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 98:7 კონტექსტში
98:5უგალობეთ უფალს ქნარით, ქნარით და საგალობლის ხმით.
98:6რქით და ბუკის ხმით შეჰღაღადეთ უფალს მეფის წინაშე.
98:7ახმაურდეს ზღვა და მისი სავსება, მსოფლიო და მისი მკვიდრნი.
98:8მდინარეებმა ტაში დაუკრან, მთებმა ერთად იმხიარულონ.
98:9უფლის წინაშე, რადგანაც მოვა ქვეყნიერების განსასჯელად; განიკითხავს მსოფლიოს სიმართლით და ხალხებს სისწორით.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 98:7
- ესაია 49:13გაიხარე, ცაო, და ილხინე, მიწავ, სიხარულით იყიჟინეთ მთებო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი და შეიბრალა თავისი წამებულნი.
- ფსალმუნები 96:11გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა, იხმაურებს ზღვა და სავსება მისი.
- ფსალმუნები 97:1უფალი მეფობს, ილხინოს ქვეყნიერებამ; გაიხარონ უამრავმა კუნძულებმა.
- ფსალმუნები 24:1საგალობელი დავითისა. უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მისი მკვიდრნი.
- ესაია 61:11რადგან როგორც მიწა აღმოაცენებს თავის ამონაზარდს და ბაღი ამოზრდის თავის დანათესს, ასევე უფალი ღმერთი ამოზრდის სიმართლეს და სადიდებელს ყოველი ხალხის წინაშე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 98
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 98 · გახსენი ბიბლიის მკითხველში