
ფსალმუნი 97:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაანათებენ მისი ელვები სამყაროს, ნახავს და შეშინდება ქვეყანა.
ფსალმუნი 97:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 97:4 კონტექსტში
97:2ღრუბელი და ნისლია მის ირგვლივ; სიმართლით და განსჯით არის წარმართული მისი ტახტი.
97:3ცეცხლი იარება მის წინაშე და ედება ირგვლივ მის მტრებს.
97:4გაანათებენ მისი ელვები სამყაროს, ნახავს და შეშინდება ქვეყანა.
97:5მთები ცვილივით დადნებიან უფლის პირისაგან, მთელი ქვეყნიერების უფლის პირისაგან.
97:6გამოაცხადეს ცებმა სიმართლე მისი და ყველა ხალხმა იხილა დიდება მისი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 97:4
- ფსალმუნები 77:18შენი გრგვინვის ხმა ცის თაღზე - გაანათეს ელვებმა სამყარო, შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა.
- ფსალმუნები 104:32დახედავს დედამიწას და ის აცახცახდება, შეეხება მთებს და აკვამლდებიან.
- გამოსვლა 19:16მესამე დღეს, გათენებისას, შეიქნა გრგვინვა და მეხის ტეხა, ჩამოწვა მთაზე ზრქელი ღრუბელი და გაისმა საყვირის ხმა, ძალზე ძლიერი. შეძრწუნდა ბანაკში მყოფი ხალხი.
- გამოსვლა 19:18ბოლავდა მთელი სინაის მთა, რადგან უფალი იყო მასზე ჩამოსული ცეცხლის ალში; როგორც ქურას, ისე ასდიოდა კვამლი და ძლიერად ირყეოდა მთა.
- გამოცხადება 11:19მაშინ გაიღო ტაძარი ცაში და გამოჩნდა კიდობანი მისი აღთქმისა მისსავ ტაძარში. და იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა, მიწისძვრა და სასტიკი სეტყვა.
- იერემია 10:10უფალი კი ჭეშმარიტი ღმერთია, ის არის ცოცხალი ღმერთი და მარადიული მეფე. მისი რისხვისაგან ირყევა მიწა, ვერ უძლებენ მის წყრომას ხალხები.
- ფსალმუნები 114:7უფლის წინაშე ძრწოდე, დედამიწავ, იაკობის ღმერთის წინაშე,
- ფსალმუნები 96:9თაყვანი ეცით უფალს მოწიწებით; ათრთოლდი მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ!
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 97
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 97 · გახსენი ბიბლიის მკითხველში