
ფსალმუნი 97:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან შენ, უფალო, უმაღლესი ხარ მთელ ქვეყნიერებაზე, მეტისმეტად აღზევებული ყველა ღმერთებზე.
ფსალმუნი 97:9 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 97:9 კონტექსტში
97:7შერცხვება ყველა, ვინც ქანდაკებას ემსახურება, ვინც ტრაბახობს კერპებით; თაყვანი ეცით მას, ყოველნო ანგელოზნო.
97:8მოისმენს და გაიხარებს სიონი და ილხენენ იუდას ასულები შენთა სამართალთათვის, უფალო!
97:9რადგან შენ, უფალო, უმაღლესი ხარ მთელ ქვეყნიერებაზე, მეტისმეტად აღზევებული ყველა ღმერთებზე.
97:10უფლის მოყვარულნო, შეიძურიეთ ბოროტება; ის იცავს მის წმიდათა სულებს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ.
97:11შუქი იღვრება წმიდისათვის და გულმართალთათვის - მხიარულება.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 97:9
- ფსალმუნები 95:3რადგან უფალი არის დიდი ღმერთი და მეფე - ყველა ღვთაებაზე აღმატებული.
- ფსალმუნები 83:18მიხვდებიან, რომ შენი სახელია უფალი, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე.
- გამოსვლა 18:11ახლა კი ვიცი, რომ ყველა ღმერთზე დიდია უფალი, რადგან იხსნა ხალხი ეგვიპტელთა ხელიდან, როდესაც მზვაობრობდნენ მასზე.
- ფილიპელთა მიმართ 2:9ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა,
- ფილიპელთა მიმართ 2:11და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.
- ფსალმუნები 135:5რადგან ვიცოდი, რომ დიდია უფალი და უფალი ჩვენი ყველა ღმერთზე დიდია.
- იერემია 10:10უფალი კი ჭეშმარიტი ღმერთია, ის არის ცოცხალი ღმერთი და მარადიული მეფე. მისი რისხვისაგან ირყევა მიწა, ვერ უძლებენ მის წყრომას ხალხები.
- ეფესელთა მიმართ 1:21ყველა მთავრობასა თუ ხელმწიფებაზე, ყველა ძალსა თუ უფლებაზე, ყველა იმ სახელზე მაღლა, სახელად რომ ითქმის არა მარტო ამ საწუთროში, არამედ მომავალშიც;
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 97
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 97 · გახსენი ბიბლიის მკითხველში