
ფსალმუნი 98:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ფსალმუნი. უგალობეთ უფალს ახალი გალობა, რადგან სასწაულები მოიმოქმედა; იხსნა იგი მისმა მარჯვენამ და მისმა წმიდა მკლავმა.
ფსალმუნი 98:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 98:1 კონტექსტში
98:1ფსალმუნი. უგალობეთ უფალს ახალი გალობა, რადგან სასწაულები მოიმოქმედა; იხსნა იგი მისმა მარჯვენამ და მისმა წმიდა მკლავმა.
98:2განაცხადა უფალმა ხსნა მისმიერი, ხალხთა თვალწინ გადაშალა მისი სიმართლე.
98:3გაუხსენა წყალობა და ჭეშმარიტება თვისი ისრაელის ხალხს; ნახა დედამიწის ყველა კუთხემ შველა ჩვენი ღმერთისა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 98:1
- გამოსვლა 15:6შენი მარჯვენა, უფალო, განთქმულია ძალით; შენი მარჯვენა, უფალო, ლეწავს შენს მტრებს.
- ესაია 52:10გაიშიშვლა უფალმა თავისი წმიდა მკლავი ყველა ხალხის წინაშე და იხილავენ ქვეყნის კიდეები ხსნას ჩვენი უფლისა.
- ფსალმუნები 96:1უგალობეთ უფალს გალობა ახალი, უგალობე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ!
- ფსალმუნები 33:3უგალობეთ მას გალობა ახალი, უკეთ ააწყეთ ჰანგი მოძახილით.
- გამოცხადება 14:3და გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე; და არავის შეეძლო ესწავლა ეს საგალობელი, ას ორმოცდაოთხი ათასის გარდა, რომელნიც გამოსყიდულ იქნენ ქვეყნით.
- ფსალმუნები 96:3მოუთხრეთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი სასწაულები.
- გამოცხადება 5:9გალობდნენ ახალ საგალობელს და ამბობდნენ: ღირსი ხარ წიგნის აღების და ბეჭდის ახსნისა, რადგანაც დაკლულ იქმენ და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან,
- კოლასელთა მიმართ 2:15ძალისაგან განძარცვა მთავრობანი და ხელმწიფებანი, საჯაროდ განაქიქა და ჯვრით იმძლავრა მათზე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 98
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 98 · გახსენი ბიბლიის მკითხველში