
ფსალმუნი 33:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უგალობეთ მას გალობა ახალი, უკეთ ააწყეთ ჰანგი მოძახილით.
ფსალმუნი 33:3 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 33:3 კონტექსტში
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 33:3
- ესაია 42:10უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა, მისი სადიდებელი ქვეყნის კიდეთაგან, ვინც ზღვაში დახვალთ და ყველამ, რაც მას ავსებს, კუნძულებო და მისთა მკვიდრნო!
- ნეშტთა შორისა ა 25:7უფლისათვის გალობაში განსწავლულთა და ყველა მცოდნეთა რიცხვი, თავიანთ ძმებთან ერთად, იყო ორასოთხმოცდარვა.
- ეფესელთა მიმართ 5:19ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი სიმღერებით ელაპარაკეთ ერთმანეთს; თქვენი გულებით უგალობეთ და უმღერეთ უფალს.
- კოლასელთა მიმართ 3:16დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.
- ფსალმუნები 96:1უგალობეთ უფალს გალობა ახალი, უგალობე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ!
- ნეშტთა შორისა ა 13:8დავითი და მასთან ერთად მთელი ისრაელი როკავდა ღვთის წინაშე მთელი ძალ-ღონით; მღეროდნენ და უკრავდნენ ქნარებს, ბობღნებს, დაფდაფებს, ჩანგებსა და წინწილებს.
- ფსალმუნები 98:1ფსალმუნი. უგალობეთ უფალს ახალი გალობა, რადგან სასწაულები მოიმოქმედა; იხსნა იგი მისმა მარჯვენამ და მისმა წმიდა მკლავმა.
- გამოცხადება 5:9გალობდნენ ახალ საგალობელს და ამბობდნენ: ღირსი ხარ წიგნის აღების და ბეჭდის ახსნისა, რადგანაც დაკლულ იქმენ და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან,
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 33
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში