გადასვლა შინაარსზე
ქრისტე ყოვლისმპყრობელის ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე, წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა
ქრისტე ყოვლისმპყრობელი, ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე. წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა. Wikimedia Commons, საჯარო დომენი.

გამოცხადება 10:1, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები

4 interpreters აპლიკაციაში

გამოცხადება 10:1

ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი ძლიერი, რომელსაც ემოსა ღრუბელი; თავს ცისარტყელა ედგა და მისი სახე იყო როგორც მზე, ფეხები კი - როგორც ცეცხლის სვეტნი.

გამოცხადება 10:1 · საქართველოს საპატრიარქო

რას ამბობენ ეკლესიის მამები: გამოცხადება 10:1

4 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. ვიქტორინუსი პეტოვიელი3 საუკუნე
    “იოანე ძლიერ ანგელოზად ჩვენს უფალს მოიხსენიებს. ზემოთ უკვე განვმარტეთ, რომ სახე მისი მზესავით ბრწყინავდა, ეს აღდგომაზე მიანიშნებს. თავზე კი ცისარტყელა ამშვენებდა, ეს უკანასკნელი განკითხვის სიმბოლოა, რომელიც უკვე აღსრულდა, ან მომავალში აღსრულდება.”

    მთელი განმარტება

    იოანე ძლიერ ანგელოზად ჩვენს უფალს მოიხსენიებს. ზემოთ უკვე განვმარტეთ, რომ სახე მისი მზესავით ბრწყინავდა, ეს აღდგომაზე მიანიშნებს. თავზე კი ცისარტყელა ამშვენებდა, ეს უკანასკნელი განკითხვის სიმბოლოა, რომელიც უკვე აღსრულდა, ან მომავალში აღსრულდება.

    გახსნილი წიგნაკი იოანესთვის გამოცხადებული აპოკალიფსია. ფეხებზე უკვე ვისაუბრეთ, ეს რწმენით აღბ ილებული მოციქულები არიან. ზღვა და ხმელეთი მის ფერხთა ქვეშაა მოქცეული, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი მის ძალაუფლებას ემორჩილება.

    იოანე მას ანგელოზს, ანუ ყოვლისშემძლე მამის მაცნეს უწოდებს, რადგან მას ეწოდება “დიდი ზრახვის ანგელოზი” (ეს. 9:6). ნუთუ სხვაგვარად შეიძლება მისი მოხსენიება?

  2. ანდრია კესარიელი6 საუკუნე
  3. პრიმაზიუსი ადრუმეტელი6 საუკუნე
  4. ბოროდინი პ. მ.19 საუკუნე

1 / 4

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 4 განმარტება.

გამოცხადება 10:1 კონტექსტში

10:1ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი ძლიერი, რომელსაც ემოსა ღრუბელი; თავს ცისარტყელა ედგა და მისი სახე იყო როგორც მზე, ფეხები კი - როგორც ცეცხლის სვეტნი.

10:2ხელთ ეპყრა გადაშლილი წიგნი: მარჯვენა ფეხი ზღვას დააბჯინა, ხოლო მარცხენა - მიწას,

10:3და წარმოსთქვა მგრგვინავი ხმით, როგორც ბუხუნებს ლომი; და როცა დაიგრგვინა, შვიდმა ქუხილმა გაიღო თავისი ხმა.

პარალელური ადგილები: გამოცხადება 10:1

განაგრძე კითხვა: გამოცხადება 10

სრულად წაიკითხე: გამოცხადება 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში