
გამოცხადება 14:5, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
მათი ბაგენი არ იცნობენ სიცრუეს, რადგანაც უბიწონი არიან.
გამოცხადება 14:5 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: გამოცხადება 14:5
6 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
ანდრია კესარიელი6 საუკუნე “ვფიქრობთ, რომ ეს ოცდაოთხი უხუცესი სხვაზე აღმატებულია, რამეთუ ქალწულებითა და ენითა და საქმით უმანკოებით სათნოებათა ნათელი შეიძინეს, რისთვისაც ახალი საგალობელი ისწავლეს. ეს საგალობელი მრავალთათვის უცნობი დარჩება როგორც ამ, ისე მომავალ ცხოვრებაში. თუმცა მაშინ, როდესაც წარმავალი აღმოიფხვრება და მოციქულის სიტყვისამებრ სრულყოფილი ცოდნა დამკვიდრდება (1 კორ. 13:10), ღვთის საიდუმლოთა გამოცხადება მაშინაც ამჟამინდელი ცხოვრების შესაბამისი იქნება, ვინაიდან მრავალი სავანეა მამის სახლში (იოან. 14:2) და ვარსკვლავი ვარსკვლავისაგან დიდებით განსხვავდება (1 კორ. 15:41), მსგავსად იმისა, როგორც სატანჯველებში იქნება მრავალი სხვაობა. უფალმა ყველანი გვიხსნას მათგან და თავისი მადლით შეგვრაცხოს ცხონებულთა თანა, ჩვენი ცოდვების სიმრავლის მიუხედავად, არამედ თავისი მოწყალებისამებრ, რომლითაც მოვიდა ქვეყანაზე, რათა ჩვენთვის დაეღვარა თავისი პატიოსანი სისხლი. Განებანა ჩვენი მანკიერებანი და სიბილწენი და წმიდანი მივეყვანეთ მამასთან, რომელთანაც მას, ჩვენი ხსნისა და სიცოცხლის წინამძღვარს, სულიწმიდასთან ერთად, დიდება და თაყვანება შეჰფერისი არს, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.”
კეზარი არლელი6 საუკუნე ეკუმენიოსი6 საუკუნე ბედა პატივცემული7 საუკუნე ბოროდინი პ. მ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
1 / 6
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 6 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოცხადება 14:5 კონტექსტში
14:3და გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე; და არავის შეეძლო ესწავლა ეს საგალობელი, ას ორმოცდაოთხი ათასის გარდა, რომელნიც გამოსყიდულ იქნენ ქვეყნით.
14:4ესენი არიან, რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან, რადგანაც არიან ქალწულნი; ესენი არიან, რომელნიც მისდევენ კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს იგი; ესენი არიან კაცთა შორის გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისა და კრავისათვის.
14:5მათი ბაგენი არ იცნობენ სიცრუეს, რადგანაც უბიწონი არიან.
14:6და ვიხილე შუა ცაში მფრინავი სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა მარადიული სახარება მიწის მკვიდრთათვის, რათა ეხარებინა ყოველი ტომისა და ხალხის, ენისა და ერისათვის.
14:7და ხმამაღლა ამბობდა: გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგანაც მოვიდა მისი სამსჯავროს ჟამი; თაყვანი ეცით მას, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და წყალთა წყარონი.
პარალელური ადგილები: გამოცხადება 14:5
- ეფესელთა მიმართ 5:27და ამრიგად განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად, ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო.
- სოფონია 3:13აღარ ჩაიდენს უსამართლობას ისრაელის ნატამალი, აღარ იცრუებს, აღარ იქნება მათ ბაგეებში მზაკვარი ენა; მოსძოვენ და დაისვენებენ, აღარავინ ეყოლებათ შემაწუხებელი.
- ფსალმუნები 32:2ნეტარ არს კაცი, ვისაც უფალი ცოდვას არ ჩაუთვლის და ვის სულშიც არ არის სიყალბე.
- იუდას ეპისტოლე 1:24ხოლო ვისაც შეუძლია დაცემისაგან დაგიცვათ და უმწიკვლონი სიხარულით დაგადგინოთ თავისი დიდების წინაშე,
- იოანე 1:47მისკენ მომავალი ნათანაელი რომ დაინახა, იესომ თქვა: აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიტი, ვისთვისაც უცხოა ზაკვა.
- ლუკას სახარება 23:4და უთხრა პილატემ მღვდელმთავრებს და ხალხს; მე ვერაფერ ბრალს ვპოულობ ამ კაცში.
- კოლასელთა მიმართ 1:22აწ მისი სიკვდილით შეგირიგათ მისსავე ხორციელ სხეულში, რათა წმიდანი, უბიწონი და უბრალონი წარგადგინოთ თავის წინაშე,
- იგავესნი 8:8ჩემი პირის ყოველი სიტყვა მართალია და მზაკვრობა და ცბიერება არ არის მათში;
განაგრძე კითხვა: გამოცხადება 14
სრულად წაიკითხე: გამოცხადება 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში
