
ლუკას სახარება 23:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და უთხრა პილატემ მღვდელმთავრებს და ხალხს; მე ვერაფერ ბრალს ვპოულობ ამ კაცში.
ლუკას სახარება 23:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 11 მარტი, 2027, რძის უარყოფის ხუთშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 23:4 კონტექსტში
23:2დაიწყეს მისი ბრალდება და თქვეს: ჩვენ ვნახეთ, რომ ეს აქეზებს ხალხს და უკრძალავს კეისრისთვის ხარკის მიცემას, ხოლო თავის თავს უწოდებს ქრისტეს, მეუფეს.
23:3პილატემ ჰკითხა მას: მაშ შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო მან მიუგო და უთხრა: შენ ამბობ.
23:4და უთხრა პილატემ მღვდელმთავრებს და ხალხს; მე ვერაფერ ბრალს ვპოულობ ამ კაცში.
23:5მაგრამ ისინი დაჟინებით გაიძახოდნენ, რომ ის აშფოთებს ხალხს და ასწავლის მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული ვიდრე აქამდე.
23:6გალილეა რომ გაიგონა, პილატემ იკითხა: მაშ, ეს კაცი გალილეველია?
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 23:4
- იოანე 18:38უთხრა მას პილატემ: რა არის ჭეშმარიტება? ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: მე ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში.
- ლუკას სახარება 23:14და უთხრა მათ: თქვენ მომიყვანეთ ეს კაცი, როგორც ხალხის წამქეზებელი, და, აჰა, მე თქვენთან ერთად გამოვიძიე, მაგრამ ვერ ვუპოვე ამ კაცს ვერცერთი დანაშაული, რასაც ბრალად სდებთ.
- ლუკას სახარება 23:15და ვერც ჰეროდემ, ვინაიდან მასთან გავგზავნე; და აჰა, სიკვდილის ღირსი არაფერი უქნია მას.
- ლუკას სახარება 23:22პილატემ მესამედაც იკითხა: კი მაგრამ, რა დააშავა? ვერაფერი ვუპოვე სიკვდილით დასჯის ღირსი. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:22არც შეუცოდავს და არც დასჩენია ზაკვა მის ბაგეს,
- მარკოზის სახარება 15:14პილატემ თქვა: რა დააშავა? მაგრამ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ: ჯვარს აცვი იგი!
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:19არამედ უმანკო და უბიწო ტარიგის - ქრისტეს ძვირფასი სისხლით,
- იოანე 19:4კვლავ გამოვიდა გარეთ პილატე და უთხრა მათ: აჰა, გამოგგვრით, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 23
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში