
გამოცხადება 9:20, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
დანარჩენებმა კი, რომლებიც არ ამოწყდნენ ამ წყლულებისგან, არ შეინანეს თავიანთ ხელთა საქმენი, რათა თაყვანი არ ეცათ ეშმაკთა და ოქროს, ვერცხლის, რვალის, ქვისა და ხის კერპთათვის, რომელთაც არც ხედვა ძალუძთ, არც სმენა და არც სიარული.
გამოცხადება 9:20 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: გამოცხადება 9:20
5 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
ანდრია კესარიელი6 საუკუნე “და სხვანი კაცთანი, რომელნი არა დაიწყლულნეს. ეს სრულიად შეესაბამება წინათ თქმულს, ვინაიდან, რაჟამს თქვა, ვითარმედ ამა სამითა წყლულებითა მოისრას მესამედი კაცთა, შემდგომად დასძენს, ვითარმედ მასვე დაემსგავსნენ ყოველნი იგი, რომელნი ღირს იქმნენ წყალობისა და არა ივნეს ამით. Დარჩნენ მოუნანებელად, არ განეშორნენ კერპთმსახურებასა, კაცისკლვასა, სიძვასა, მპარველობასა და ჯადოქრობასა.”
მთელი განმარტება
და სხვანი კაცთანი, რომელნი არა დაიწყლულნეს. ეს სრულიად შეესაბამება წინათ თქმულს, ვინაიდან, რაჟამს თქვა, ვითარმედ ამა სამითა წყლულებითა მოისრას მესამედი კაცთა, შემდგომად დასძენს, ვითარმედ მასვე დაემსგავსნენ ყოველნი იგი, რომელნი ღირს იქმნენ წყალობისა და არა ივნეს ამით. Დარჩნენ მოუნანებელად, არ განეშორნენ კერპთმსახურებასა, კაცისკლვასა, სიძვასა, მპარველობასა და ჯადოქრობასა.
აჰა, ამით ცხად არს, ვითარმედ ცოდვა განეფინოს ყოველსა სოფელსა ზედა. Წარმართთა შორის, რომელთა არა იცნეს ჭეშმარიტება, უფლობენ და მძვინვარებენ ყოველგვარნი საცთურნი: რომელნიმე თაყვანს სცემენ კერპებს, რომელნიმე, დაბადებულს ნაცვლად შემოქმედისა. Სხვანი, აღიარებენ რა ღმერთსა ბაგითა მათითა, საქმითა მათითა განეშორებიან მისგან და, რაჟამს აქვთ მაგალითნი ღვთისმოსაობისა, არა მიჰყვებიან მათ. Ჰმონებენ მამონასა სივერცხლისმოყვარეობითა მათითა, რომელსაც მოციქული აგინებს და იტყვის: ანგარება იგივე კერპთმსახურება არს (კოლ. 3:5).
ნუღარა გუესმეს ჩუენ, მოწამეთა სიწმიდისა და გულწრფელობისა სარწმუნოებისა ღმრთისა მიმართ საქმითა ჩუენითა, იგი საშინელი ხმა, რომელი იტყვის: ამინ გეტყჳ თქუენ, არა გიცნობ თქუენ (მათ. 25:12), და მერმე: განვედით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი (ლუკ. 13:27), არამედ გუესმეს სანატრელი და საწადელი ხმა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ თქუენთვის განმზადებული სასუფეველი დასაბამითგან სოფლისა (მათ. 25:34) მადლითა, მოწყალებითა და კაცთმოყვარებითა ქრისტესი, ღმრთისა ჩუენისა, რომელმან ნებსით თავს იდვა ჯვარი ჩუენთვის; მისსა თანა მამით და ცხოველსმყოფელი სულით დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ბედა პატივცემული7 საუკუნე ბოროდინი პ. მ.19 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე
1 / 5
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 5 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოცხადება 9:20 კონტექსტში
9:18და ამ სამი წყლულებისგან - ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისაგან, რასაც აფრქვევენ მათი პირები, კაცთა მესამედი ამოწყდა.
9:19რადგან ცხენებისა ძალა იყო მათ თავ-პირსა და მათ კუდებში, ხოლო კუდები გველებს ჰგვანდნენ და ჰქონდათ თავები, რომლებითაც ვნებდნენ ხალხს.
9:20დანარჩენებმა კი, რომლებიც არ ამოწყდნენ ამ წყლულებისგან, არ შეინანეს თავიანთ ხელთა საქმენი, რათა თაყვანი არ ეცათ ეშმაკთა და ოქროს, ვერცხლის, რვალის, ქვისა და ხის კერპთათვის, რომელთაც არც ხედვა ძალუძთ, არც სმენა და არც სიარული.
9:21არ შეინანეს არც თავიანთი მკვლელობანი და არც თავიანთი გრძნეულებანი, არც თავიანთი სიძვანი და არც თავიანთი ქურდობანი.
პარალელური ადგილები: გამოცხადება 9:20
- დანიელი 5:23შენ თავი აღაზევე ზეციერი მეუფის წინააღმდეგ; მოგართვეს მისი სახლის ჭურჭელი და შენ, შენი დიდებულები, შენი ცოლები და ხარჭები სვამდით ღვინოს; ადიდებდი ვერცხლის, ოქროს, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს, რომელნიც ვერ ხედავენ, არ ესმით და ვერ აზროვნებენ; ის ღმერთი კი, რომლის ხელშიც შენი სიცოცხლე და ყოველი შენი გზა-სავალია, არ განადიდე.
- მეორე სთვლისაება 31:29რადგან ვიცი, რომ გაირყვნებით ჩემი სიკვდილის შემდეგ და გადაუხვევთ იმ გზიდან, რომელიც მე დაგიწესეთ; შეგემთხვევათ უბედურება ბოლო ხანებში, რადგან ბოროტებას ჩაიდენთ უფლის თვალში, გააბრაზებთ მას თქვენი ნამოქმედარით.
- ტიმოთეს მიმართ ა 4:1ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას
- იერემია 1:16გამოვუტან მათ განაჩენს ყველა მათი უკეთურობის გამო, რომ დამივიწყეს, უცხო ღმერთებს რომ უკმევდნენ და თაყვანს სცემდნენ საკუთარ ნახელავს.
- გამოცხადება 9:21არ შეინანეს არც თავიანთი მკვლელობანი და არც თავიანთი გრძნეულებანი, არც თავიანთი სიძვანი და არც თავიანთი ქურდობანი.
- მოციქულთა საქმენი 19:26იმასაც ხედავთ და გესმით, რომ არა მარტო ეფესოში, არამედ თითქმის მთელ ასიაში ამ ვიღაც პავლემ თავისი ქადაგებით გადარია ამდენი ხალხი; დამდგარა და გაიძახის: ხელთქმნილი ხატებანი ღმერთები არ არიანო.
- რომაელთა მიმართ 1:21რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს არამედ ამაონი იქმნენ თავიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული;
- რომაელთა მიმართ 1:23და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს,
განაგრძე კითხვა: გამოცხადება 9
სრულად წაიკითხე: გამოცხადება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში
