გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

რომაელთა მიმართ 1:23: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

9 interpreters აპლიკაციაში

რომაელთა მიმართ 1:23

და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს,

რომაელთა მიმართ 1:23 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 23 ივნისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 1 კვირის ოთხშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 1:23

9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “წარმართთა პირველი დანაშაული ის არის, რომ ვერ იპოვეს ღმერთი. მეორე, რომ ვერ იპოვეს მაშინ, როდესაც ამის აშკარა საფუძველი ჰქონდათ. მესამე, თავს ბრძენებად თვლიდნენ. მეოთხე კი ის, რომ არა მხოლოდ ვერ იპოვეს, არამედ თაყვანისცემა, რომელიც ღმერთს ეკუთვნოდა, დემონებს, ქვებსა და ხეებს მიუძღვნეს.”

    მთელი განმარტება

    წარმართთა პირველი დანაშაული ის არის, რომ ვერ იპოვეს ღმერთი. მეორე, რომ ვერ იპოვეს მაშინ, როდესაც ამის აშკარა საფუძველი ჰქონდათ. მესამე, თავს ბრძენებად თვლიდნენ. მეოთხე კი ის, რომ არა მხოლოდ ვერ იპოვეს, არამედ თაყვანისცემა, რომელიც ღმერთს ეკუთვნოდა, დემონებს, ქვებსა და ხეებს მიუძღვნეს.

    წმინდა პავლე კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ამხელს წარმართთა ამპარტავნებას, თუმცა აქ სხვაგვარად მსჯელობს. იქ იგი მათ ჯვრით განაქიქებს, რადგან “უგუნურება ღვთისა უფრო ბრძენია, ვიდრე კაცთა” (1 კორ. 1:25). აქ კი ყოველგვარი შედარების გარეშე დასცინის წარმართულ სიბრძნეს და ამტკიცებს, რომ იგი თავისთავად სისულელეა და მხოლოდ ამპარტავნების გამოვლინება.

    პავლე მოციქული ამბობს: “გაცვალეს”, რათა ცხადი გახადოს, რომ წარმართებს ჰქონდათ შემეცნება ღვთის შესახებ, მაგრამ თავადვე დაღუპეს იგი. მაშასადამე, წარმართებს სურდათ, რომ რაიმე მეტი ეპოვათ, მაგრამ, ვინაიდან სიახლეთა მოყვარულნი იყვნენ, ვერ შეინარჩუნეს ის საზღვრები, რაც ჰქონდათ და ამიტომ დაკარგეს ძველიც. აი, ეს იყო მთელი ელინური სიბრძნე! ამიტომაც აღდგებოდნენ ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ: არისტოტელე პლატონის წინააღმდეგ, სტოიკოსები არისტოტელეს წინააღმდეგ. საერთოდ, ერთი მეორის მოწინააღმდეგე იყო. ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს მათი სიბრძნე, არამედ უნდა შევიზიზღოთ და შევიძულოთ ისინი, რადგან სწორედ ამის გამო გახდნენ უგუნურნი. განსჯას, მტკიცებებსა და სოფიზმს რომ არ მისცემოდნენ, არ განიცდიდნენ იმას, რაც განიცადეს.

    მოციქული აგრძელებს ბრალდებას და დასცინის წარმართთა კერპთაყვანისმცემლობას. თუკი ღვთის დიდების შეცვლა სასაცილოა, ასეთი დიდი ზომით შეცვლა ყოველგვარ გამართლებას სცილდება. დაფიქრდი, ვის უღალატეს წარმართებმა და ვის მიაგეს დიდება? ღმერთზე უნდა ეფიქრათ, რომ იგი არის ყოვლის უფალი, რომ მან შექმნა არარსებული, რომ იგი ყველაფერზე ზრუნავს და მზრუნველობს. აი, ეს არის ღვთის დიდება! წარმართებმა კი ეს დიდება ვის მიაკუთვნეს? არა ადამიანებს, არამედ “ხრწნადი ადამიანის მსგავსებას”. ამაზეც არ შეჩერებულან და დაეცნენ ცხოველებამდე, უფრო სწორად, მათ გამოსახულებებამდე.

    ყურადღება მიაქციე პავლე მოციქულის სიბრძნეს, თუ როგორ წარმოაჩინა მან ორი უკიდურესობა: ღმერთი. Ყველაფერზე მაღლა დგას და ქვეწარმავლები, რომლებიც ყველაფერზე დაბლა არიან, ან, უკეთ რომ ვთქვათ, არა ქვეწარმავლები, არამედ მათი მსგავსებანი, რათა ნათლად ეჩვენებინა წარმართთა უდავო სიგიჟე. შემეცნება, რომელიც უნდა ჰქონოდათ არსებაზე, შეუდარებლად ყველაფრის აღმატებულზე, მათ მიაკუთვნეს იმას, რაც შედარების გარეშე ყველაფერზე დაბალია.

    მაგრამ იტყვის ვინმე, აქვს კი ეს კავშირი ფილოსოფოსებთან? დიახ, უპირველეს ყოვლისა, მათ ეხება ყველაფერი ნათქვამი. მათი მოძღვრები არიან ეგვიპტელები, რომლებმაც გამოიგონეს ეს. ამით ამაყობს პლატონიც, რომელიც სხვებზე უფრო პატივსაცემად გამოიყურებოდა. მისი მოძღვარიც იმავე კერპების ერთგული იყო, რადგან სწორედ მან უბრძანა ასკლეპიოსისთვის მამლის მსხვერპლად შეწირვა. წარმართობაში შეიძლებოდა ცხოველებისა და ქვეწარმავლების გამოსახულებების ხილვა, ასევე აპოლონისა და დიონისესი, რომლებსაც ქვეწარმავლებთან ერთად სცემდნენ თაყვანს. ზოგიერთმა ფილოსოფოსმა კი ცაში აიყვანა ხარები, მორიელები, დრაკონები და ყოველგვარი ამაოება, რადგან ეშმაკი ყოველნაირად ცდილობდა ადამიანების ქვეწარმავლებამდე დამცირებას და ყველაზე უგუნურ ქმნილებებს დაემორჩილებინა ისინი, რომელთა ღმერთს ზეცაზე ამაღლება სურდა.

    მხოლოდ აქედან კი არა, სხვა რამიდანაც ჩანს, რომ ფილოსოფოსთა წინამძღოლი (პლატონი) დამნაშავეა ზემოთ მითითებულში. როდესაც იგი პოეტებს ადარებს და ამბობს, რომ მათ უნდა ვენდოთ ღმერთის შესახებ მათ სწავლებაში. Მათ ზუსტი ცოდნა აქვთ, მტკიცებულებად წარმოადგენს არაუმეტეს ზღაპრების კრებულს და ამტკიცებს, რომ ეს სასაცილო გამოგონებები ჭეშმარიტად უნდა ვაღიაროთ.

  2. გრიგოლ ღვთისმეტყველი4 საუკუნე
  3. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  4. კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე
  5. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  6. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  7. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი10 საუკუნე
  8. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  9. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 9

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

რომაელთა მიმართ 1:23 კონტექსტში

1:21რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს არამედ ამაონი იქმნენ თავიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული;

1:22ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ;

1:23და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს,

1:24ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმათა უწმინდურებას, რათა შეებილწათ თავიანთი სხეული;

1:25სიცრუეზე გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება, შექმნილს რომ მსახურებდნენ და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ.

პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 1:23

განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 1

სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში