
რომაელთა მიმართ 1:13: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
მინდა იცოდეთ, ძმებო, რომ მრავალჯერ დავაპირე თქვენთან მოსვლა (მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე), რათა თქვენშიაც მქონოდა ნაყოფი, როგორც სხვა ხალხთა შორის.
რომაელთა მიმართ 1:13 · საქართველოს საპატრიარქო
მოკლე პასუხი
(რომ. 9:20)? და მითხარი, რისთვის ცდილობ გაიგო? ნუთუ არ იცი, რომ ღმერთი ყველაფერზე ზრუნავს, რომ იგი ბრძენია და არაფერს აკეთებს მიზნის გარეშე და ამაოდ. Მას შენ უფრო მეტად უყვარხარ, ვიდრე მშობლებს და შეუდარებლად აღემატება მამას სიყვარულით და დედას მზრუნველობით? ამიტომ, ნუღარ იკითხავ მეტს, ნუ გაიწვდები შემდგომ და ეს საკმარისია შენი დამშვიდებისთვის, მით უმეტეს, რომ რომაელთა მდგომარეობაც მაშინ ბრძნულად იყო მოწყობილი.
იოანე ოქროპირი, 4 საუკუნე
ეკლესიაში საკითხავი: 22 ივნისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 1 კვირის სამშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 1:13
10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “ყურადღება მიაქციე მონური მორჩილების სიღრმეს და უდიდესი მადლიერების მაგალითს. პავლე მოციქული მხოლოდ იმას ამბობს, რომ დაბრკოლებები ჰქონდა, მაგრამ კონკრეტულად რა დაბრკოლებები, ამაზე არაფერს ამბობს. იგი ხომ არ იკვლევს უფლის ბრძანებებს, არამედ მხოლოდ ემორჩილება მათ. Სხვებისთვის ბუნებრივი იქნებოდა გაკვირვება, თუ რატომ უშლიდა ღმერთი ასეთ სახელგანთქმულ და ვრცელ ქალაქს, რომლისკენაც მთელი სამყაროს თვალები იყო მიპყრობილი, ასე დიდხანს ესარგებლა ისეთი დიდი მოძღვრით, როგორიც პავლე იყო.”
მთელი განმარტება
ყურადღება მიაქციე მონური მორჩილების სიღრმეს და უდიდესი მადლიერების მაგალითს. პავლე მოციქული მხოლოდ იმას ამბობს, რომ დაბრკოლებები ჰქონდა, მაგრამ კონკრეტულად რა დაბრკოლებები, ამაზე არაფერს ამბობს. იგი ხომ არ იკვლევს უფლის ბრძანებებს, არამედ მხოლოდ ემორჩილება მათ. Სხვებისთვის ბუნებრივი იქნებოდა გაკვირვება, თუ რატომ უშლიდა ღმერთი ასეთ სახელგანთქმულ და ვრცელ ქალაქს, რომლისკენაც მთელი სამყაროს თვალები იყო მიპყრობილი, ასე დიდხანს ესარგებლა ისეთი დიდი მოძღვრით, როგორიც პავლე იყო.
ვინც მთავარ ქალაქს დაეუფლება, ადვილად ესხმის თავს ქვეშევრდომებს, ხოლო ვინც დედაქალაქს გვერდს უვლის და ჯერ ქვეშევრდომებს იმორჩილებს, ის უყურადღებოდ ტოვებს ყველაზე მთავარს. თუმცა, მოციქული არაფერზე მსჯელობს ამის მსგავსზე, არამედ მიუწვდომელ განგებულებას მიენდობა, რითაც ავლენს თავისი სულის კეთილგანწყობას და გვასწავლის ყველას, რომ არასოდეს გამოვიკვლიოთ ღმერთი საქმეების მიზეზებზე, თუნდაც ჩანდეს, რომ მოვლენები ბევრს აბნევს. უფალს შეჰფერის მხოლოდ ბრძანება, ხოლო მონებს, მორჩილება. ამიტომაც ამბობს პავლე, რომ დაბრკოლებები ჰქონდა, მაგრამ კონკრეტულად რა, არ ახსენებს. მე თვითონ არ ვიცი, ამბობს იგი. მაშ, ნუ იკითხავ შენც ღვთის განზრახვასა და ნებაზე. “ეტყვისა ჴელმქმნელი თჳსი დაბადებულსა: რაჲსათჳს შემქმენ მე ეგრე?” (რომ. 9:20)? და მითხარი, რისთვის ცდილობ გაიგო? ნუთუ არ იცი, რომ ღმერთი ყველაფერზე ზრუნავს, რომ იგი ბრძენია და არაფერს აკეთებს მიზნის გარეშე და ამაოდ. Მას შენ უფრო მეტად უყვარხარ, ვიდრე მშობლებს და შეუდარებლად აღემატება მამას სიყვარულით და დედას მზრუნველობით? ამიტომ, ნუღარ იკითხავ მეტს, ნუ გაიწვდები შემდგომ და ეს საკმარისია შენი დამშვიდებისთვის, მით უმეტეს, რომ რომაელთა მდგომარეობაც მაშინ ბრძნულად იყო მოწყობილი.
ხოლო თუ არ იცი, კონკრეტულად რა ხერხით, მაშინ ნუ შეწუხდები: ეს ხომ ყველაზე მეტად შეჰფერის რწმენას, აღიარებდე განგებულების გონებას, ღვთის განგებულების ხერხების ცოდნის გარეშე. მაშ, პავლემ მიაღწია იმას, რაზეც ზრუნავდა. კონკრეტულად რას? მან დაამტკიცა, რომ რომაელებზე გულგრილობის გამო არ მიდიოდა მათთან, არამედ იმიტომ, რომ დაბრკოლებები ჰქონდა, თუმცა ძლიერად სურდა მისვლა. თავიდან აიცილა რა გულგრილობაში ბრალდება და დაარწმუნა, რომ არანაკლებ მათზე სურდა ნახვა, იგი სიყვარულის სხვა მტკიცებულებებსაც მოიყვანს. ყველა დაბრკოლების მიუხედავად, ამბობს იგი, არ შევწყვეტდი მონდომებას და თუმცა, ყველა სწრაფვისას, მუდმივად ვხვდებოდი დაბრკოლებებს. Მე, მიუხედავად ამისა, არასოდეს მივატოვებდი ჩემს განზრახვას, ამავე დროს არ ვეწინააღმდეგებოდი ღვთის ნებას და ვინარჩუნებდი სიყვარულს. იმით, რომ მიდრეკილი იყო მოსვლისკენ და არ ამბობდა უარს (თავის განზრახვაზე), მოციქულმა დაამტკიცა გულმოდგინება რომაელების მიმართ. Იმით, რომ შეკავებული იყო და არ ეწინააღმდეგებოდა, მან გამოავლინა მთელი თავისი სიყვარული ღმერთის მიმართ.
“რაჲთა ნაყოფი რაჲმე მქონდეს თქუენ შორის, ვითარცა-იგი სხუათა შორის წარმართთა”. თუმცა ზემოთ მოციქულმა თქვა თავისი სურვილის მიზეზზე და წარმოადგინა იგი თავისთვის შესაფერისი სახით, თუმცა აქაც ამ მიზეზს კვლავ მოიყვანს, სრულად აქარწყლებს რომაელთა ეჭვს. რამდენადაც რომი სახელგანთქმული ქალაქი იყო, ერთადერთი ყველგან, ხმელეთზე და ზღვაზე, ამიტომ მხოლოდ მისი ხილვის სურვილი იყო ბევრისთვის მოგზაურობის მიზეზი; რათა პავლეზე არ ეფიქრათ რაიმე მსგავსი და არ ეეჭვათ, თითქოს მას სურს იქ ყოფნა ერთადერთი განზრახვით, დაიკვეხნოს რომაელებთან თავისი ურთიერთობით, იგი მრავალჯერ მიუთითებს თავისი სურვილის მიზეზს. და თუმცა ზემოთ თქვა: “მეტად მსურის ხილვად თქუენდა, რაჲთა რაჲმე მიგცე თქუენ ნიჭი სულიერი”, აქ უფრო ცხადად ამბობს: “რაჲთა ნაყოფი რაჲმე მქონდეს თქუენ შორის, ვითარცა-იგი სხუათა შორის წარმართთა”.
მთავრები მოციქულმა დააყენა ქვეშევრდომების ტოლფასად და, ათასობით ტროფეის, გამარჯვებისა და სახელმწიფო მოხელეთა სახელგანთქმულობის მიუხედავად, მოათავსა ისინი ბარბაროსების გვერდით. და მეტად სამართლიანად. სადაც კეთილშობილებაა სარწმუნოებისა, იქ არ არის არც ბარბაროსი, არც ელინი, არც უცხოელი, არც მოქალაქე, არამედ ყველა დგას პატივის ერთსა და იმავე ხარისხზე. შეამჩნიე ამაშიც პავლეს თავმდაბლობა. მას არ უთქვამს: მოვალ, რომ გასწავლოთ, დაგარიგოთ სარწმუნოებაში, არამედ, რა? “რაჲთა ნაყოფი რაჲმე მქონდეს თქუენ შორის”. არა უბრალოდ, “ნაყოფი”, არამედ, “ნაყოფი რაჲმე”. კვლავ ზღუდავს ყველაფერს, რაც მას ეხება, როგორც ზემოთ ამბობს: “რაჲთა რაჲმე მიგცე” (რომ. 1:11). შემდეგ მოციქული, როგორც ადრე, ზღუდავს მათაც და დასძენს: “ვითარცა-იგი სხუათა შორის წარმართთა”. იმის გამო, რომ თქვენ მდიდარი ხართ და სხვებზე მეტი გაქვთ, არ იფიქროთ, რომ დანარჩენების მიმართ ნაკლებ გულმოდგინებას გამოვავლენ; ჩვენ ხომ ვეძებთ არა მდიდრებს, არამედ მორწმუნეებს.
სად არიან ახლა ბერძენი ბრძენები, რომლებსაც გრძელი წვერები ჰქონდათ და მოსასხამებში იყვნენ გახვეულები, ზედმეტი სიამაყით გამსჭვალულნი? და საბერძნეთიც და მთელი ბარბაროსული ქვეყანაც კარვების მკერავმა დაიპყრო. წარმართ ბრძენთა შორის სამაგალითოდ მოყვანილი და აღზევებული პლატონი სამჯერ ჩავიდა სიცილიაში თავისი პომპეზური სიტყვებითა და ბრწყინვალე დიდებით და არა თუ ვერ დაძლია ვერც ერთი ტირანი. Ისე უბედურად დაასრულა თავისი საქმე, რომ თავისუფლებაც კი დაკარგა. ეს კარვების მკერავი კი არც ერთ სიცილიას ან იტალიას შემოუარა, არამედ მთელ სამყაროს და ქადაგების დროს ხელობას არ ტოვებდა, არამედ მაშინაც ტყავებს კერავდა და სახელოსნოს მართავდა. და ეს არანაირად არ აბრკოლებდა სახელგანთქმულ რომაელებს, როგორც სავსებით ბუნებრივია. მოძღვრებს ჩვეულებრივ საძულველს ხდის არა ხელობა და საქმიანობა, არამედ სიცრუე და გამოგონილი მოძღვრებები. იმიტომ, რა თქმა უნდა, მათ შემდგომ დასცინოდნენ ათენელები; პავლეს კი ყურადღებით უსმენდნენ ბარბაროსებიც, უმეცრებიც და გაუნათლებლებიც. ქადაგება ხომ ყველასთვის საერთოდ არის შეთავაზებული; მან არ იცის არც განსხვავება ღირსებაში, არც ხალხის უპირატესობა და არც რაიმე ამის მსგავსი. იგი მოითხოვს ერთ რწმენას და არა გონებით დასაბუთებულ მტკიცებულებებს. იმიტომაც არის იგი განსაკუთრებით საკვირველი, რომ არა მხოლოდ სასარგებლო და მაცხოვნებელია, არამედ მოსახერხებელიც, მეტად ადვილიც და ყველასთვის ხელმისაწვდომიც. ამაში უპირატესად მდგომარეობს ღვთის განგებულების მოქმედება, რომ ღმერთი თავის ძღვენს ყველას სთავაზობს განსხვავების გარეშე. როგორც მან განაგო მზე, მთვარე, ხმელეთი, ზღვა და ამის მსგავსი, არ მიუცია მათი უფრო დიდი ნაწილი მდიდრებსა და ბრძენებს, ხოლო უფრო მცირე, ღარიბებს. Ყველას მისცა თანაბრად სარგებლობის საშუალება, ასევე მოაწყო მან ქადაგებასთან დაკავშირებითაც და კიდევ უფრო მეტად, რამდენადაც ქადაგება უფრო აუცილებელია ყველაფერ ზემოთ მითითებულზე. იმიტომაც პავლე მრავალჯერ იმეორებს: “ყოველთა წარმართთა” (რომ. 14:25).
შემდეგ მოციქული, უჩვენებს რა რომაელებს, რომ იგი არანაირ წყალობას არ უწევს მათ, არამედ ასრულებს უფლის ბრძანებას და ასწავლის მათ. Მადლიერება მიაგონ ღმერთს ყოვლისას, ამბობს: “ბერძენთა და ბარბაროზთა, ბრძენთა და უგუნურთა თანა-მევალე ვარ”. (რომ. 1:14).
ეფრემ ასური4 საუკუნე ამბროზიასტერი4 საუკუნე აპოლინარი ლაოდიკიელი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე გენადი კონსტანტინოპოლელი5 საუკუნე სევერიანე გაბალელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 10
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
რომაელთა მიმართ 1:13 კონტექსტში
1:11რადგანაც გულით მწადია თქვენი ნახვა, რათა გიწილადოთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად,
1:12ანუ, რაც იგივეა, ჩემს სანუგეშებლად, თქვენი და ჩემი საერთო რწმენით.
1:13მინდა იცოდეთ, ძმებო, რომ მრავალჯერ დავაპირე თქვენთან მოსვლა (მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე), რათა თქვენშიაც მქონოდა ნაყოფი, როგორც სხვა ხალხთა შორის.
პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 1:13
- მოციქულთა საქმენი 19:21ეს რომ აღსრულდა, პავლემ გულში ჩაიდო, მაკედონიისა და აქაიის გავლით ასულიყო იერუსალიმს და თქვა: იქ ასვლის შემდეგ რომიც უნდა მოვიხილოო.
- ფილიპელთა მიმართ 4:17იმიტომ კი არა, თითქოს მოსაკითხს ვეძებდე, არამედ ვეძებ ნაყოფს, რომელიც მრავლდება თქვენდა სარგებლად.
- თესალონიკელთა მიმართ ა 4:13მაგრამ არ გვინდა, ძმანო, რომ არაფერი იცოდეთ განსვენებულთა თაობაზე, რათა მათსავით არ წუხდეთ, ვისაც არა აქვს სასოება.
- თესალონიკელთა მიმართ ა 2:18ამიტომაც იყო, რომ ჩვენ, მეტადრე, მე - პავლემ, დავაპირეთ თქვენთან წამოსვლა, მაგრამ სატანამ დაგვაბრკოლა.
- ტიმოთეს მიმართ ბ 4:17მაგრამ უფალი დამიდგა გვერდით და განმამტკიცა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულებულიყო ქადაგება და ესმინა ყველა წარმართს; ასე დავაღწიე თავი ლომის ხახას.
- კორინთელთა მიმართ ბ 1:8ამიტომ გვინდა იცოდეთ, ძმანო, რა საშინლად გაგვიჭირდა ასიაში, ისე, რომ ლამის სიცოცხლეც კი აუტანელი გაგვიხდა.
- რომაელთა მიმართ 15:22სწორედ ამან მრავალგზის შემიშალა ხელი თქვენთან მოსვლაში.
- რომაელთა მიმართ 15:28ამას რომ მოვრჩები და ჩავაბარებ მათი გულმოდგინების ნაყოფს, თქვენც გინახულებთ, მერე კი ესპანეთს გავემგზავრები.
განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 1
სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



