გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

რომაელთა მიმართ 1:32: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

14 interpreters აპლიკაციაში

რომაელთა მიმართ 1:32

რომელთაც იციან ღვთის სამართალი, რომ ამნაირ საქმეთა ჩამდენნი სიკვდილის ღირსნი არიან, მაგრამ არამცთუ თვითონ სჩადიან, არამედ ჩამდენთაც თანაუგრძნობენ.

რომაელთა მიმართ 1:32 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 24 ივნისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი პირველი კვირის ხუთშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 1:32

14 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. კლიმენტი რომაელი1 საუკუნე
  2. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “და აჰა, მოციქული, როგორც მოძღვრების საკითხში, ამჯერადაც გვიჩვენებს, რომ წარმართნი ცხოვრებაშიც არ არიან შენდობის ღირსნი. ამიტომაც ბრძანებს: ‘რომელთა სიმართლე ღმრთისაჲ იცოდეს, რამეთუ, რომელნი ამას იქმან, ღირს არიან სიკუდილისა, არამედ არა თუ თჳთ იქმან, არამედ თანა-უწყიანცა მათ, რომელნი იქმან’ (რომ. 1:32).”

    მთელი განმარტება

    და აჰა, მოციქული, როგორც მოძღვრების საკითხში, ამჯერადაც გვიჩვენებს, რომ წარმართნი ცხოვრებაშიც არ არიან შენდობის ღირსნი. ამიტომაც ბრძანებს: “რომელთა სიმართლე ღმრთისაჲ იცოდეს, რამეთუ, რომელნი ამას იქმან, ღირს არიან სიკუდილისა, არამედ არა თუ თჳთ იქმან, არამედ თანა-უწყიანცა მათ, რომელნი იქმან” (რომ. 1:32).

    თითქოსდა ორ შესაგებელს წარმოგვიდგენს და ორივეს ერთბაშადვე პასუხობს. შესაძლოა, იტყვი, რომ არ იცოდი, როგორ უნდა მოქცეულიყავი. მაგრამ თუ არ იცოდი, თავად ხარ დამნაშავე, რომ ზურგი აქციე ღმერთს, რომელსაც ცოდნის მოცემა შეეძლო შენთვის. ჩვენ კი მრავალი არგუმენტით დავამტკიცეთ, რომ იცოდი და ნებსით სცოდავდი.

    ან იქნებ იტყვი, ვნებამ წამძლიაო? მაშ, რატომ ეხმარები სხვებს და რატომ აქებ მათ? “არა თუ თჳთ იქმან, არამედ თანა-უწყიანცა მათ, რომელნი იქმან”, ბრძანებს მოციქული. წარმართის გასამხილებლად, უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მძიმე და უპატიებელ ცოდვას წარმოაჩენს, ვინაიდან ცოდვის წახალისება ცოდვაზე უარესია.

    არავინ არის, ვინც ამ ყველაფრის გამო ამხილებს მათ. მრავალია ის, ვინც შურით აღივსება და წუხს, რომ თავად არ შეუძლია სხვების მსგავსად მოქცევა. მაგრამ ეს უკანასკნელნიც დაისჯებიან, თუმცა ბოროტს არ სჩადიან, ვინაიდან “არა თუ თჳთ იქმან, არამედ თანა-უწყიანცა მათ, რომელნი იქმან”. მათი მიდრეკილებები ერთნაირად გახრწნილია და მოციქულის სიტყვებიდან ჩანს, რომ გულისთქმისთვისაც იქნება სასჯელი.

  3. ბასილი დიდი4 საუკუნე
  4. ეფრემ ასური4 საუკუნე
  5. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  6. აპოლინარი ლაოდიკიელი4 საუკუნე
  7. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  8. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  9. ისიდორე პელუსიელი5 საუკუნე
  10. სევერიანე გაბალელი5 საუკუნე
  11. კეზარი არლელი6 საუკუნე
  12. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  13. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  14. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 14

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 14 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

რომაელთა მიმართ 1:32 კონტექსტში

1:30ავსიტყვანი, ცილისმწამებელნი, ღვთისმოძულენი, ქედმაღალნი, ცუდმედიდნი, ბოროტმზრახველნი, დედ-მამის ურჩნი,

1:31უგულისხმონი, უნდონი, უყვარულნი, ულმობელნი და უწყალონი,

1:32რომელთაც იციან ღვთის სამართალი, რომ ამნაირ საქმეთა ჩამდენნი სიკვდილის ღირსნი არიან, მაგრამ არამცთუ თვითონ სჩადიან, არამედ ჩამდენთაც თანაუგრძნობენ.

პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 1:32

განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 1

სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში