
რომაელთა მიმართ 12:14: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
აკურთხეთ თქვენი მდევნელნი; ნუკი სწყევლით, არამედ აკურთხეთ.
რომაელთა მიმართ 12:14 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-6 კვირიაკე (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 12:14
8 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “როგორც კი მოციქულმა რომაელებს ასწავლა, თუ როგორ უნდა ყოფილიყვნენ ერთმანეთის მიმართ განწყობილნი და მჭიდროდ შეაერთა ერთმანეთთან ქრისტეს სხეულის ნაწილები, ბოლოს, გარეგან ბრძოლის ველზე გაიყვანა ისინი, რამაც გააადვილა მისი წინამორბედი დარიგებებით. როგორც საკუთარი სახლის საქმეების მოუწესრიგებელს ძალიან უჭირს სხვისი მოწესრიგება, ასევე, თავისი საქმეების მართვაში გამოცდილების მიღწევის შემდეგ, ძალიან ადვილია სხვისი საქმეების გამკლავება. ამიტომაც პავლე იმავე გზით მიდის და საკუთარი თავის მოვალეობების შემდეგ გადმოსცემს მოვალეობებს სხვების მიმართ და ამბობს: ‘აკურთხეთ თქვენი მდევნელები’.”
მთელი განმარტება
როგორც კი მოციქულმა რომაელებს ასწავლა, თუ როგორ უნდა ყოფილიყვნენ ერთმანეთის მიმართ განწყობილნი და მჭიდროდ შეაერთა ერთმანეთთან ქრისტეს სხეულის ნაწილები, ბოლოს, გარეგან ბრძოლის ველზე გაიყვანა ისინი, რამაც გააადვილა მისი წინამორბედი დარიგებებით. როგორც საკუთარი სახლის საქმეების მოუწესრიგებელს ძალიან უჭირს სხვისი მოწესრიგება, ასევე, თავისი საქმეების მართვაში გამოცდილების მიღწევის შემდეგ, ძალიან ადვილია სხვისი საქმეების გამკლავება. ამიტომაც პავლე იმავე გზით მიდის და საკუთარი თავის მოვალეობების შემდეგ გადმოსცემს მოვალეობებს სხვების მიმართ და ამბობს: “აკურთხეთ თქვენი მდევნელები”.
ნუთუ მხოლოდ ის უნდა ვქნათ, რომ წყენა არ გვახსოვდეს და შურს არ ვიძიებდეთ? არა, ამაზე მეტია საჭირო. პირველი ბრძნული საქციელია, მეორე კი ანგელოზისთვის უფრო შესაფერისი. “აკურთხეთ”, ბრძანებს მოციქული და დასძენს: “და ნუ სწყევლით”, რათა არც ერთი ვაკეთოთ და არც მეორე, არამედ მხოლოდ ვაკურთხებდეთ. მდევნელები ხომ ჩვენი ჯილდოების მიზეზნი ხდებიან.
თუკი ფხიზლად ვიქნებით, ამ ჯილდოს გარდა, სხვა ჯილდოსაც მოვიმზადებთ. მდევნელი მოგვანიჭებს ჯილდოს დევნისთვის, ჩვენ კი თავად შევიძენთ მას მდევნელის კურთხევისთვის და ამით ქრისტეს სიყვარულის უტყუარ მტკიცებულებას წარმოვადგენთ. მდევნელის მაკურთხეველი ხომ ცხადყოფს, თუ რაოდენ ძლიერად უყვარს ქრისტე. მაშ, ნუ განვიკითხავთ მდევნელს, რათა თავად მივიღოთ უფრო დიდი ჯილდო და ვასწავლოთ მას, რომ ეს არის სურვილის. Არა აუცილებლობის საქმე, რომ ეს არის ჩვენთვის ზეიმი და სიხარული და არა უბედურება და დამცირება. ამიტომაც ბრძანა ქრისტემ: “გიხაროდეთ და იშვებდეთ, როდესაც ცილს დაგწამებენ და ყოველგვარ ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემი გულისათვის” (მათ. 5:11-12). ამიტომაც მოციქულები ბრუნდებოდნენ გახარებულნი იმით, რომ არა მარტო ცუდი გაიგონეს, არამედ გვემასაც დაექვემდებარნენ.
გარდა ამისა, კიდევ ერთ მცირე სარგებელს შევიძენთ, რადგანაც გაოცებას მოვუტანთ მოწინააღმდეგეებს და თავიანთი საქმეებით ვასწავლით მათ, რომ სხვა ცხოვრებისთვის ვემზადებით. როგორც კი შეამჩნევს შენი მდევნელი, რომ სიხარულით და ნებით ითმენ ბოროტებას, მაშინ საქმეების საფუძველზე ნათლად მიხვდება, რომ შენ სხვა იმედები გაქვს, რომლებიც აღემატება ყოველივე აწმყოს. ხოლო თუ სხვაგვარად მოიქცევი, იტირებ და იდარდებ, მაშინ საიდან გაიგებს იგი, რომ სხვა ცხოვრებას მოელი? ამასთან ერთად, სხვასაც გამოასწორებ, რადგანაც შენი მდევნელი დაინახავს, რომ შეურაცხყოფებით არ გულისტკენ, არამედ აკურთხებ კიდეც შეურაცხმყოფელს და ის შეწყვეტს შენს დევნას.
აი, რამდენი სიკეთე მომდინარეობს აქედან: ჯილდო გაგეზრდება, განსაცდელი შემცირდება, მდევნელი შეწყვეტს დევნას, ღმერთი იდიდება, შენი სიბრძნე კი ცდომილთათვის გახდება გაკვეთილი, რომელიც ღვთისმოსაობისკენ წარმართავს. ამიტომაც არა მარტო შეურაცხმყოფელთათვის, არამედ მდევნელთათვის და მჩაგვრელთათვის უბრძანა მოციქულმა საპირისპიროთი გადახდა. ახლა კი მათ კურთხევას გვიბრძანებს, მანამდე კი მათთვის სიკეთის კეთებისკენ მოგვიწოდებდა.
ამბროზიასტერი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე გენადი კონსტანტინოპოლელი5 საუკუნე კეზარი არლელი6 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 8
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 8 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
რომაელთა მიმართ 12:14 კონტექსტში
12:12გიხაროდეთ სასოებით; მომთმენნი იყავით ჭირში, ხოლო ლოცვისას - მოუღლელნი.
12:13შეეწიეთ წმიდათა გასაჭირს; სტუმართმოყვარეობა გქონდეთ წესად.
12:14აკურთხეთ თქვენი მდევნელნი; ნუკი სწყევლით, არამედ აკურთხეთ.
12:15ხარობდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ, და ტიროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან.
12:16ერთსულოვანნი იყავით; მაღლად მხედობას ნუკი ცდილობთ, არამედ ემსგავსეთ მდაბალთ, ბრძენკაცებად ნუ მოგაქვთ თავი.
პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 12:14
- მათეს სახარება 5:44ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის.
- პეტრეს ეპისტოლე ა 3:9ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც გინებას გინების წილ, არამედ აკურთხეთ წინააღმდგომნი, ვინაიდან იმისთვისა ხართ ხმობილნი, რომ კურთხევა დაიმკვიდროთ.
- თესალონიკელთა მიმართ ა 5:15თვალი ფხიზლად გეჭიროთ, რომ ბოროტის წილ არავინ მიაგოს ვინმეს ბოროტი, არამედ ყოველთვის ეძებდეთ სიკეთეს როგორც ერთურთის, ისე ყველას მიმართ.
- კორინთელთა მიმართ ა 4:12ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ.
- კორინთელთა მიმართ ა 4:13გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი.
- რომაელთა მიმართ 12:21ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი.
- ლუკას სახარება 6:28აკურთხეთ თქვენი მაწყევარნი და ილოცეთ თქვენსავ შეურაცხმყოფელთათვის.
- ლუკას სახარება 23:34ხოლო იესო ამბობდა: მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან. და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსი.
განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 12
სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში


