
მათეს სახარება 5:44 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის.
მათეს სახარება 5:44 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 26 ივნისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი პირველი კვირის შაბათი (სახარება).
მათეს სახარება 5:44 კონტექსტში
5:42მთხოვნელს მიეცი და სესხების მსურველს ზურგს ნუ შეაქცევ.
5:43თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.
5:44ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის.
5:45რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც.
5:46რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც?
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 5:44
- რომაელთა მიმართ 12:14აკურთხეთ თქვენი მდევნელნი; ნუკი სწყევლით, არამედ აკურთხეთ.
- პეტრეს ეპისტოლე ა 3:9ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც გინებას გინების წილ, არამედ აკურთხეთ წინააღმდგომნი, ვინაიდან იმისთვისა ხართ ხმობილნი, რომ კურთხევა დაიმკვიდროთ.
- რომაელთა მიმართ 12:20ამრიგად, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე; თუ მწყურვალია, წყალი ასვი: რადგანაც ამით მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე.
- რომაელთა მიმართ 12:21ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი.
- ლუკას სახარება 6:27ხოლო თქვენ, ჩემს მსმენელთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ;
- ლუკას სახარება 6:28აკურთხეთ თქვენი მაწყევარნი და ილოცეთ თქვენსავ შეურაცხმყოფელთათვის.
- იგავესნი 25:21თუ შენი მტერი მშიერია, პური აჭამე; თუ სწყურია, წყალი ასვი;
- იგავესნი 25:22რადგან ამით მის თავზე მუგუზლებს დააგროვებ და უფალი გადაგიხდის.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 5
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში