
რომაელთა მიმართ 15:31: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
რათა გადავურჩე ურწმუნოებს იუდეაში, და ჩემი მსახურება იერუსალემისათვის კეთილად შეიწყნარონ წმიდათ.
რომაელთა მიმართ 15:31 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 28 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-10 კვირის შაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 15:31
7 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “ამრიგად, მოციქულს დიდი ბრძოლა ელოდა წინ, რის გამოც სთხოვს მორწმუნეებს, მისთვის ილოცონ. და არა თქვა, ბრძოლაში შევიდეო, არამედ, ‘და ვიხსნა’, როგორც ქრისტემ ბრძანა: ‘ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ განსაცდელში’ (მათ. 26:41).”
მთელი განმარტება
ამრიგად, მოციქულს დიდი ბრძოლა ელოდა წინ, რის გამოც სთხოვს მორწმუნეებს, მისთვის ილოცონ. და არა თქვა, ბრძოლაში შევიდეო, არამედ, “და ვიხსნა”, როგორც ქრისტემ ბრძანა: “ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ განსაცდელში” (მათ. 26:41).
ამ სიტყვებით მოციქული ერთის მხრივ გვიჩვენებს, რომ მას თავს უნდა დასხმოდნენ ბოროტი მგლები და მხეცები და არა ადამიანები. მეორეს მხრივ, მას სურს გვაჩვენოს, რომ მან სამართლიანად იტვირთა წმიდათათვის მსახურების ტვირთი, რაკი ამდენი ურწმუნოა, რომ მათგან ხსნისთვის ლოცვა იყო საჭირო.
ამდენ მტერში მცხოვრებნი შიმშილით შეიძლებოდა დაღუპულიყვნენ, ამიტომ აუცილებელი იყო მათთვის საზრდოს მიწოდება სხვა ადგილებიდან. “და მსახურება ჩემი, იერუსალიმში, სათნო იყოს წმიდათათვის”, ანუ სათნო იყოს ჩემი მსხვერპლი და სიხარულით მიიღონ შეწირული. ხედავ, როგორ აამაღლა კვლავ მოწყალების მიმღებთა ღირსება, თუკი მრავალი ხალხის ლოცვას ითხოვს იმისთვის, რომ გაგზავნილი მიღებული იყოს?
მაგრამ ამით ისიც ცხადია, რომ მხოლოდ გაცემა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მოწყალება მიღებული იყოს. როდესაც ვინმე იძულებით გასცემს, ან ამაოების გამო, ან უსამართლოდ მოპოვებულს, მაშინ ნაყოფი იკარგება.
ეფრემ ასური4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 7
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 7 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
რომაელთა მიმართ 15:31 კონტექსტში
15:29ვიცი, რომ თქვენთან მოსვლისას ქრისტეს სახარების სრული კურთხევით მოვალ.
15:30თქვენ კი ჩვენი უფლის იესო ქრისტესა და სულის სიყვარულით შეგაგონებთ, ძმანო, ჩემთან ერთად იღვაწეთ ჩემთვის, როცა ღვთის მიმართ ლოცულობთ.
15:31რათა გადავურჩე ურწმუნოებს იუდეაში, და ჩემი მსახურება იერუსალემისათვის კეთილად შეიწყნარონ წმიდათ.
15:32რათა, ღვთის ნებით, სიხარულით მოვიდე და დავისვენო თქვენთან.
პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 15:31
- თესალონიკელთა მიმართ ბ 3:2რათა განვერიდოთ უწესო და უკეთურ ხალხს, ვინაიდან ყველას როდი აქვს რწმენა.
- კორინთელთა მიმართ ბ 8:4თვითონვე დაჟინებით გვთხოვეს მადლი და მონაწილეობის ნება წმიდათა მსახურებაში.
- რომაელთა მიმართ 15:25ჯერჯერობით კი იერუსალიმს მივდივარ წმიდათა სამსახურად.
- კორინთელთა მიმართ ბ 9:1რაც შეეხება წმიდათა სამსახურს, ამის თაობაზე ზედმეტად მიმაჩნია მოგწეროთ რამე.
- მოციქულთა საქმენი 21:17იერუსალემში რომ ავედით, სიხარულით მიგვიღეს ძმებმა.
- მოციქულთა საქმენი 21:31როდესაც მოკვლა დაუპირეს, ათასისთავამდე მიაღწია ხმამ, მთელი იერუსალიმი ამბოხდაო.
- მოციქულთა საქმენი 23:12როცა გათენდა, იუდეველები შეითქვნენ და ფიცი დადეს, არც ეჭამათ და არც ესვათ, ვიდრე არ მოკლავდნენ პავლეს.
- მოციქულთა საქმენი 23:24მზად გყავდეთ აგრეთვე სახედარიც, რომ ზედ შესვან პავლე და მმართველ ფელიქსს მიჰგვარონ.
განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 15
სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



