
რომაელთა მიმართ 2:13: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
რადგანაც რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღვთის წინაშე, არამედ რჯულის აღმასრულებელნი გამართლდებიან.
რომაელთა მიმართ 2:13 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 4 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-2 კვირა (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 2:13
11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “პავლე მოციქული კვლავაც განაგრძობს თავისი სიტყვების განმტკიცებას. ამბობს: ‘ვინაიდან არა მსმენელნი რჯულისანი არიან მართალ წინაშე ღმრთისა, არამედ მოქმედნი რჯულისანი გამართლდენ’ (რომ. 2:13).”
მთელი განმარტება
პავლე მოციქული კვლავაც განაგრძობს თავისი სიტყვების განმტკიცებას. ამბობს: “ვინაიდან არა მსმენელნი რჯულისანი არიან მართალ წინაშე ღმრთისა, არამედ მოქმედნი რჯულისანი გამართლდენ” (რომ. 2:13).
ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ დასძინა: “წინაშე ღმრთისა”. ადამიანთა წინაშე ხომ შეიძლება მხოლოდ თავი მოაჩვენო კეთილად და ამით იქადოდე, მაგრამ ღვთის წინაშე ყველაფერი სხვაგვარადაა. მხოლოდ რჯულის აღმსრულებლები გამართლდებიან.
ხედავთ, რა ოსტატობით მიმართავს მოციქული საუბარს საპირისპირო მხარეს? თუ შენ ფიქრობ, რომ რჯულით გადარჩები, ამბობს ის, მაშინ წარმართი, რომელიც აღასრულებს რჯულში დაწერილს, წაგართმევს პირველობას.
როგორ არის შესაძლებელი გახდე აღმსრულებელი, მსმენელი რომ არ იყო? შესაძლებელია არა მარტო ეს, არამედ გაცილებით მეტიც. შეიძლება იყო აღმსრულებელი მოსმენის გარეშეც და არ იყო აღმსრულებელი მოსმენის შემდეგაც. ამას მოციქული უფრო ნათლად და ძლიერად გამოხატავს ქვემოთ, როდესაც ამბობს: “სხუასა ასწავებ და თავსა შენსა არა ასწავებ?” (რომ. 2:21).
ჩვენ აქ უბრალოდ და ამაოდ არ შევიკრიბებით, მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმა ილაპარაკოს, მეორემ ტაში დაუკრას მის სიტყვებს და შემდეგ ყველა აქედან წავიდეს. არამედ იმისთვის, რომ ჩვენც ვთქვათ რაიმე სასარგებლო და საჭირო თქვენი გადარჩენისთვის, თქვენ მიიღოთ ნაყოფი და დიდი სარგებელი ჩვენი სიტყვებისგან და ამით გახვიდეთ აქედან.
ეკლესია ხომ სულიერი სამკურნალოა და აქ მოსულებმა უნდა მიიღონ შესაბამისი წამლები, მიიდონ ჭრილობებზე და ამით წავიდნენ აქედან. ხოლო ის, რომ მხოლოდ მოსმენა, საქმით აღსრულების გარეშე, არანაირ სარგებელს არ მოიტანს, ამის შესახებ მოისმინე ნეტარი პავლესგან. Ამბობს: “ვინაიდან არა მსმენელნი რჯულისანი არიან მართალ წინაშე ღმრთისა, არამედ მოქმედნი რჯულისანი გამართლდენ” (რომ. 2:13).
ქრისტემაც თქვა თავის ქადაგებაში: “არა ყოველი, რომელი მეტყოდის მე: უფალო, უფალო, შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელი ჰყოფდეს ნებასა მამისა ჩემისასა ზეცათასა” (მათ. 7:21).
ამრიგად, საყვარელნო, რაკი ვიცით, რომ ჩვენთვის არანაირი სარგებელი არ იქნება მოსმენისგან, თუ მას საქმით აღსრულება არ მოჰყვება, ვიყოთ არა მარტო მსმენელები. Აღმსრულებლებიც, რათა საქმეებმა, რომლებიც სიტყვებს შეესაბამება, საფუძველი ჩაუყაროს სულიერ სიტყვას. გააღეთ თქვენი სულის წიაღი და მიიღეთ სიტყვა მარხვის შესახებ.
ამბროზიასტერი4 საუკუნე აპოლინარი ლაოდიკიელი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე კონსტანციუსი5 საუკუნე მაქსიმე აღმსარებელი7 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 11
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
რომაელთა მიმართ 2:13 კონტექსტში
2:11რადგანაც მიკერძოება უცხოა ღვთისათვის.
2:12ვინც ურჯულოდ შესცოდა, ურჯულოდვე წარწყმდება, ხოლო ვინც რჯულით სცოდა, რჯულითვე განიკითხება.
2:13რადგანაც რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღვთის წინაშე, არამედ რჯულის აღმასრულებელნი გამართლდებიან.
2:14ვინაიდან როცა რჯულის არმქონე წარმართნი ბუნებრივად ასრულებენ რჯულს, მაშინ რჯულის არმქონენი თვითონვე არიან თავიანთი თავის რჯული.
2:15ისინი გვიჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები, რომლებიც ხან ბრალს სდებენ, ხან კი ამართლებენ ერთმანეთს,
პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 2:13
- იაკობის ეპისტოლე 1:22მაშ, იყავით სიტყვის აღმსრულებელნი და არა მხოლოდ მსმენელნი თავის მოსატყუებლად.
- იაკობის ეპისტოლე 1:25მაგრამ ვინც გულმოდგინედ აკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და კიდევაც მკვიდრდება მასში, არა როგორც გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის აღმსრულებელი, ნეტარია თავისი მოქმედებით.
- იოანეს ეპისტოლე ა 3:7შვილებო, ნურავინ გაცდუნებთ; სიმართლის მოქმედი მართალია, როგორც ის არის მართალი.
- იაკობის ეპისტოლე 2:21განა საქმით არ გამართლდა მამაჩვენი აბრაამი, როცა თავის ძეს ისააკს მსხვერპლად სწირავდა?
- იაკობის ეპისტოლე 2:25განა საქმითვე არ გამართლდა მეძავი რახაბიც, როცა მიიღო მსტოვარი და სხვა გზით წარავლინა შინ?
- რომაელთა მიმართ 2:25წინადაცვეთილობა სარგოა, თუ რჯულს ასრულებ, ხოლო თუ რჯულს არღვევ, შენი წინადაცვეთილობა წინდაუცვეთელობად იქცევა.
- გალატელთა მიმართ 2:16მაგრამ რაკიღა გავიგეთ, რომ კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა ქრისტე იესოს რწმენით გავმართლდეთ და არა რჯულის საქმით, რადგანაც რჯულის საქმით ვერ გამართლდება ვერცერთი ხორციელი.
- გალატელთა მიმართ 3:11ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე, ვინაიდან „მართალი იცოცხლებს რწმენით“.
განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 2
სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში


