გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

რომაელთა მიმართ 2:17: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

10 interpreters აპლიკაციაში

რომაელთა მიმართ 2:17

აჰა, შენ იუდეველი ხარ, თავს იმშვიდებ რჯულით და იქადი ღმერთს,

რომაელთა მიმართ 2:17 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 25 ივნისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 1 კვირის პარასკევი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 2:17

10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “წარმართის ხსნისათვის, თუკი იგი რჯულის აღმსრულებელია, სხვა არაფერია საჭირო. ამის თქმის შემდეგ, დაასრულა რა თავისი საკვირველი შედარება, მოციქული ბოლოს უთითებს იუდეველთა უპირატესობებზე, რომლითაც ისინი წარმართების წინაშე ამაყობდნენ. უპირველეს ყოვლისა, თვით იუდეველის სახელი, როგორც ახლა ქრისტიანის სახელი, მეტად საპატიო იყო, რადგანაც მაშინაც ადამიანთა განსხვავება სახელზე იყო დამოკიდებული. ამიტომაც იწყებს მოციქული საუბარს ამით.”

    მთელი განმარტება

    წარმართის ხსნისათვის, თუკი იგი რჯულის აღმსრულებელია, სხვა არაფერია საჭირო. ამის თქმის შემდეგ, დაასრულა რა თავისი საკვირველი შედარება, მოციქული ბოლოს უთითებს იუდეველთა უპირატესობებზე, რომლითაც ისინი წარმართების წინაშე ამაყობდნენ. უპირველეს ყოვლისა, თვით იუდეველის სახელი, როგორც ახლა ქრისტიანის სახელი, მეტად საპატიო იყო, რადგანაც მაშინაც ადამიანთა განსხვავება სახელზე იყო დამოკიდებული. ამიტომაც იწყებს მოციქული საუბარს ამით.

    დააკვირდი, როგორ აქარწყლებს იგი ამ უპირატესობას. მას არ უთქვამს: “შენ იუდეველი ხარ”, არამედ ამბობს: “სახელ-იდებ იუდეველად და იქადი ღმრთითა”, ანუ, შენ ღმერთს უყვარხარ და სხვა ადამიანებზე უპირატესი ხარ.

    ვფიქრობ, აქ იგი ოდნავ დასცინის იუდეველთა ამპარტავნებასა და უგუნურ პატივმოყვარეობას, რადგანაც მათ ეს ღვთიური ნიჭი საკუთარი ხსნისათვის კი არ გამოიყენეს, არამედ იმისთვის, რომ შუღლი გაეღვივებინათ და სხვა ადამიანები შეეზიზღებინათ.

  2. ბასილი დიდი4 საუკუნე
  3. ეფრემ ასური4 საუკუნე
  4. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  5. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  6. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  7. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  8. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  9. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  10. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 10

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

რომაელთა მიმართ 2:17 კონტექსტში

2:15ისინი გვიჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები, რომლებიც ხან ბრალს სდებენ, ხან კი ამართლებენ ერთმანეთს,

2:16საიმდღისოდ, როცა, ჩემი სახარებისამებრ, ღმერთი განსჯის კაცთა ფარულ საქმეებს იესო ქრისტეს მიერ.

2:17აჰა, შენ იუდეველი ხარ, თავს იმშვიდებ რჯულით და იქადი ღმერთს,

2:18ვისი ნებაც იცი და, რჯულით განსწავლული, ირჩევ უკეთესს.

2:19თვითმრწმენს გგონია, რომ შენა ხარ ბრმათა მეგზური და ბნელში მყოფთა ნათელი,

პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 2:17

განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 2

სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში