
ესაია 48:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან წმიდა ქალაქის სახელით იწოდებიან და ისრაელის ღმერთს ემყარებიან - ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
ესაია 48:2 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 48:2 კონტექსტში
48:1ისმინე ეს, იაკობის სახლო, ისრაელის სახელით წოდებულნო, იუდას წყლებიდან გამოსულნო, უფლის სახელის მოფიცარნო, ისრაელის ღმერთს რომ ახსენებთ, თუმცა არა ჭეშმარიტებით და არა სიმართლით!
48:2რადგან წმიდა ქალაქის სახელით იწოდებიან და ისრაელის ღმერთს ემყარებიან - ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
48:3თავიდანვე გავაცხადე წინანდელნი, ჩემი ძირიდან არის გამოსული. მე გამოვიტანე სააშკარაოზე; ანაზდად ვმოქმედებდი და სრულდებოდა.
48:4რაკი ვიცოდი, რომ ჯიუტი ხარ და რკინის ძარღვები გაქვს კისერზე და სპილენძის შუბლი.
პარალელური ადგილები: ესაია 48:2
- მიქა 3:11მისი მთავრები ქრთამით სჯიან სამართალს და მისი მღვდლები გასამრჯელოს ართმევენ დამოძღვრაში, მისი წინასწარმეტყველნი ვერცხლზე მისნობენ; უფალს ემყარებიან, ამბობენ: განა ჩვენ შორის არ არის უფალი? უბედურება არ გვეწევაო.
- რომაელთა მიმართ 2:17აჰა, შენ იუდეველი ხარ, თავს იმშვიდებ რჯულით და იქადი ღმერთს,
- ესაია 52:1გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე ძალი შენი, სიონო! შეიმოსე შენი დიდების სამოსელი, იერუსალიმო, წმიდა ქალაქო, რადგან აღარ შემოგივა წინდაუცვეთელი და უწმიდური!
- ესაია 10:20იმ დღეს აღარ დაენდობა ისრაელის ნატამალი და იაკობის სახლის ნარჩომი თავის მგვემელს; უფალს, ისრაელის წმიდას, დაენდობა დარწმუნებით.
- მათეს სახარება 27:53საფლავებიდან გამოვიდნენ მისი აღდგომის შემდეგ, წმიდა ქალაქში შევიდნენ და გამოეცხადნენ მრავალს.
- იერემია 21:2შეეკითხე ჩვენზე უფალს, რადგან საბრძოლველად მოგვადგა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი. იქნება მოახდინოს ჩვენთვის უფალმა თავისი სასწაულების მსგავსი რამე, და ისიც დაგვანებებს თავს.
- ნეემია 11:1ერისმთავრები იერუსალიმში დასახლდნენ: დანარჩენმა ხალხმა წილი ყარა, რათა ათიდან ერთი იერუსალიმში - წმიდა ქალაქში, შეეყვანათ საცხოვრებლად, ხოლო ცხრანი სხვა ქალაქებში.
- ფსალმუნები 87:3ქება-დიდებას ამბობენ შენზე, ღვთის ქალაქო. სელა.
განაგრძე კითხვა: ესაია 48
სრულად წაიკითხე: ესაია 48 · გახსენი ბიბლიის მკითხველში