გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

რომაელთა მიმართ 4:17: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

10 interpreters აპლიკაციაში

რომაელთა მიმართ 4:17

როგორც დაიწერა: „მე დაგადგინე მრავალი ხალხის მამად“ ღვთის წინაშე, რომელსაც ერწმუნა იგი, მკვდართა მაცოცხლებელსა და არმყოფთა ყოფად მხმობელს.

რომაელთა მიმართ 4:17 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 30 ივნისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-2 კვირის ოთხშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 4:17

10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “‘როგორც წერია: მამად მრავალი ხალხისა დაგადგინე შენ’ (რომ. 4:17). ხედავ, რა უძველესი დადგენილებაა?”

    მთელი განმარტება

    “როგორც წერია: მამად მრავალი ხალხისა დაგადგინე შენ” (რომ. 4:17). ხედავ, რა უძველესი დადგენილებაა?

    მაგრამ, იკითხავ: ნუთუ ეს სიტყვები ისმაელის, ამალიკელთა თუ აგარიანელთა შესახებ ითქვა? მოციქული პავლე შემდგომ ცხადყოფს, რომ მათზე არაა საუბარი. თუმცა, ამის დასამტკიცებლად სხვა რამეს მიმართავს და ამ ნათესაობის ხატს განსაკუთრებული სიღრმით წარმოგვიდგენს.

    რას ამბობს იგი? “ღმერთის წინაშე, რომლისაც ირწმუნა”. ამ სიტყვების აზრი ასეთია: როგორც ღმერთი არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ერის ღმერთი, არამედ ყოველივესი მამა, ასევე აბრაამიც. და კიდევ: როგორც ღმერთი ჩვენი მამაა არა ბუნებითი ნათესაობით, არამედ რწმენით შეგვითვისა, ასევე აბრაამიც, რადგან მორჩილებამ იგი ჩვენ ყველას მამად აქცია.

    იუდეველებს მიაჩნდათ, რომ ასეთ ნათესაობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მას შემდეგ, რაც მათ სხვა, უფრო ხორციელი ნათესაობა მიიღეს. ამიტომ მოციქული საუბარს ღმერთზე გადააქვს და ამტკიცებს, რომ რწმენით ნათესაობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. ამასთან, ცხადყოფს, რომ აბრაამმა ეს ჯილდო რწმენის სანაცვლოდ მიიღო. რომ არა რწმენა, თუნდაც იგი მთელი დედამიწის მკვიდრთა მამა ყოფილიყო, გამოთქმა “ღმერთის წინაშე” აზრს მოკლებული იქნებოდა და ღვთის წყალობა შეიმუსრებოდა. სიტყვა “წინაშე” მსგავსებას ნიშნავს.

    მითხარი, რა არის გასაკვირი იმაში, რომ იყო მამა მათთვის, ვინც შენგან წარმოიშვა? ეს ხომ ყველა ადამიანისთვისაა დამახასიათებელი. საკვირველი ისაა, რომ ღვთის წყალობით მიიღო ისინი, ვინც ბუნებით მისი შვილები არ იყვნენ. ამრიგად, თუ გსურს, რომ პატრიარქი პატივის ღირსად ჩათვალო, გწამდეს, რომ იგი ყველას მამაა.

    მოციქულმა თქვა: “ღმერთის წინაშე, რომლისაც ირწმუნა” და ამით არ შემოიფარგლა, არამედ დაამატა: “რომელიც მკვდრებს აცოცხლებს და არარსებულს არსებულად მოუხმობს”. აქ იგი აღდგომის შესახებ წინასწარ საუბრობს, რაც მისთვის აუცილებელი იყო. თუკი ღმერთს შეუძლია მკვდრების გაცოცხლება და არარსებულის არსებად ქცევა, მაშინ მას შეუძლია აბრაამისგან არშობილნი მის შვილებად აქციოს. ამიტომ მოციქულს არ უთქვამს: არარსებულის არსებად მომყვანი, არამედ, “მოუხმობს”, რაც ამ საქმის (ღმერთისთვის) სიმარტივეზე მიუთითებს. როგორც ჩვენთვისაა ადვილი არსებულის სახელდება, ასევე მისთვისაც, და გაცილებით უფრო ადვილია არარსებულის არსებად ქცევა.

    როდესაც მოციქული ამბობს, რომ ღვთის წყალობა დიდია და გამოუთქმელი, და როდესაც მის ძალაზე მსჯელობს, ამტკიცებს, რომ აბრაამის რწმენაც ამ წყალობის ღირსია, რათა არ იფიქრო, რომ აბრაამს პატივი დამსახურების გარეშე მიაგეს.

    ამრიგად, მსმენელის გასამხნევებლად, რათა არ შეცბუნდეს და იუდეველი არ შეეწინააღმდეგოს და არ თქვას: “როგორ შეიძლება არაშვილები შვილებად იქცნენ”, მოციქული კვლავ პატრიარქზე გადააქვს საუბარს და აგრძელებს: “იმედის გარეშე იმედით ირწმუნა. Გამხდარიყო მამა მრავალი ხალხისა, როგორც თქმული იყო: “აი, რა იქნება შენი თესლი” (რომ. 4:18).

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  4. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  5. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  6. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  7. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  8. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  9. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  10. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 10

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

რომაელთა მიმართ 4:17 კონტექსტში

4:15ვინაიდან რჯული შეიქმს რისხვას, რადგან იქ, სადაც არ არის რჯული, არც დარღვევაა.

4:16მაშასადამე, რწმენისაგან, რათა იყოს რწმენით და განმტკიცდეს აღთქმა მთელი მოდგმის მიმართ: არა მარტო რჯულით, არამედ რწმენითაც აბრაამისა, რომელიც არის ყოველი ჩვენგანის მამა.

4:17როგორც დაიწერა: „მე დაგადგინე მრავალი ხალხის მამად“ ღვთის წინაშე, რომელსაც ერწმუნა იგი, მკვდართა მაცოცხლებელსა და არმყოფთა ყოფად მხმობელს.

4:18უსასოო სასოებით ერწმუნა, რათა გამხდარიყო მრავალი ხალხის მამა; როგორც ითქვა: „ასე იქნება შენი მოდგმა“.

4:19არ შერყევია რწმენა, თუმცაღა ას წელს მიტანებული ხედავდა, რომ მისი სხეული უკვე სიკვდილად იყო მიწურვილი და კვდებოდა საშოც სარასი;

პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 4:17

განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 4

სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში