
რომაელთა მიმართ 5:14: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
თუმცა ადამიდან მოსემდე სიკვდილი სუფევდა მათზეც, რომელთაც ადამივით არ შეუცოდავთ, ვინც არის მომავლის ხატი.
რომაელთა მიმართ 5:14 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 2 კვირის ხუთშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 5:14
11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
ირენე ლიონელი2 საუკუნე იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘სიკვდილი მეფობდა ადამიდან მოსემდე და იმათზედაც, რომელთაც არ უცოდავთ ადამის მსგავსად’, ბრძანებს წმიდა პავლე. როგორ მეფობდა? ადამის დანაშაულის მსგავსად, რომელიც მომავლის სახეა. მაშასადამე, ადამი იესო ქრისტეს სახეა. რაში? როგორც ადამი გახდა თავისი შთამომავლებისთვის სიკვდილის მიზეზი, თუმცა მათ ხის ნაყოფი არ უგემებიათ, ასევე ქრისტე გახდა მისი მორწმუნეებისთვის სიმართლის მიზეზი, თუმცა მათ მართალი საქმენი არ აღუსრულებიათ.”
მთელი განმარტება
“სიკვდილი მეფობდა ადამიდან მოსემდე და იმათზედაც, რომელთაც არ უცოდავთ ადამის მსგავსად”, ბრძანებს წმიდა პავლე. როგორ მეფობდა? ადამის დანაშაულის მსგავსად, რომელიც მომავლის სახეა. მაშასადამე, ადამი იესო ქრისტეს სახეა. რაში? როგორც ადამი გახდა თავისი შთამომავლებისთვის სიკვდილის მიზეზი, თუმცა მათ ხის ნაყოფი არ უგემებიათ, ასევე ქრისტე გახდა მისი მორწმუნეებისთვის სიმართლის მიზეზი, თუმცა მათ მართალი საქმენი არ აღუსრულებიათ.
ამიტომაც მოციქული, როგორც ზემოთ, ისე ქვემოთ, ერთსა და იმავე აზრს გამოთქვამს და მრავალჯერ იმეორებს: “როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა სოფელში”, “ერთი კაცის დაცემით მრავალნი დაიხოცნენ”, “ცოდვა... ერთისაგან სასჯელად”, “რადგან ერთი კაცის დაცემით სიკვდილი მეფობდა ერთის მიერ”, “როგორც ერთი კაცის დაცემით”, და კიდევ: “როგორც ერთი კაცის ურჩობით მრავალნი გახდნენ ცოდვილნი” (რომ. 5:12, 15-19).
მოციქული განუწყვეტლივ ახსენებს “ერთს”, რათა იუდეველის წინააღმდეგ, რომელიც იკითხავს: “როგორ გადარჩა კაცობრიობა ერთი ქრისტეს დამსახურებით?”, შენ უპასუხო: როგორ დაისაჯა მთელი კაცობრიობა ერთი ადამის ურჩობის გამო? მით უმეტეს, რომ არც შედარებაა ცოდვასა და მადლს შორის, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, ეშმაკსა და ღმერთს შორის, არამედ მათ შორის უსაზღვრო მანძილია.
როდესაც საქმის არსიც, აღმსრულებლის ძლიერებაც და თვით საქმის შესაბამისობაც (რადგან ღმერთს უფრო ბუნებრივად შეჰფერის ხსნა, ვიდრე დასჯა), ყველაფერი იმაზე მიუთითებს. Უპირატესობა და გამარჯვება ქრისტეს მხარეზეა, მაშ, მითხარი, რა გაქვს ურწმუნოებისთვის საბაბი? ნუთუ შეიძლება ამის დაჯერება?
ეფრემ ასური4 საუკუნე იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე ამბროზიასტერი4 საუკუნე კირილე იერუსალიმელი4 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე კონსტანციუსი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 11
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
რომაელთა მიმართ 5:14 კონტექსტში
5:12ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ცოდვის მიერ კი - სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში, რადგანაც ყველამ სცოდა.
5:13რადგან ცოდვა რჯულამდეც იყო ქვეყნად, მაგრამ თუ რჯული არ არის, ცოდვა არ შეირაცხება.
5:14თუმცა ადამიდან მოსემდე სიკვდილი სუფევდა მათზეც, რომელთაც ადამივით არ შეუცოდავთ, ვინც არის მომავლის ხატი.
5:15მაგრამ მადლი ისე როდია, როგორც ცოდვა, ვინაიდან თუ ერთის შეცოდებით მრავალი მოკვდა, მით უმეტეს, მადლი და ნიჭი ღვთისა, ერთი კაცის - იესო ქრისტეს მადლით, მრავალსაც მოსჭარბდა სიუხვით.
5:16და არც ნიჭია როგორც მსჯავრი ერთი შემცოდის გამო, ვინაიდან მსჯავრი ერთის შეცოდებისთვის - შესაჩვენებლად, ხოლო მადლი - მრავალი შეცოდების გასამართლებლად.
პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 5:14
- კორინთელთა მიმართ ა 15:45ასეც სწერია: „პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად“, უკანასკნელი ადამი კი - ცხოველმყოფელ სულად.
- ებრაელთა მიმართ 9:27და როგორც ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა,
- რომაელთა მიმართ 5:17რადგან თუ ერთის შეცოდებით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ, მით უმეტეს, მადლისა და სიმართლის ნიჭის უხვად მიმღებნი იმეფებენ სიცოცხლეში ერთის - იესო ქრისტეს მიერ.
- რომაელთა მიმართ 5:21რათა, როგორც ცოდვა სუფევდა სიკვდილში, ასევე ყოფილიყო მადლის სუფევაც საუკუნო სიცოცხლისათვის სიმართლის მეოხებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.
- რომაელთა მიმართ 8:22რადგანაც ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთიანად გმინავს და წვალობს დღემდე.
- შესაქმე 7:22ყველაფერი, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყველაფერი, რაც ხმელეთზე იყო, მოკვდა.
- რომაელთა მიმართ 8:20იმიტომ, რომ ქმნილება ნებსით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მის მიერ, ვინც ამაოებას დაუმორჩილა იგი, იმის იმედით,
- შესაქმე 4:8უთხრა კაენმა თავის ძმას, აბელს: გავიდეთ ველად. და როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა.
განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 5
სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



