გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

რომაელთა მიმართ 8:39: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

10 interpreters აპლიკაციაში

რომაელთა მიმართ 8:39

ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.

რომაელთა მიმართ 8:39 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 24 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-5 კვირის შაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 8:39

10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. დიონისე არეოპაგელი1 საუკუნე
  2. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “რამეთუ მრწამს, არცა სიკუდილი, არცა ცხორება, არცა ანგელოზნი, არცა მთავრობანი, არცა ძალნი, არცა აწმყოჲ, არცა მერმისი, არცა სიმაღლე. Არცა სიღრმე, არცა სხუაჲ რაჲმე დაბადებული შეძლებად განყენებად ჩუენდა სიყუარულისაგან ღმრთისა, რომელი ქრისტე იესუ უფლისა ჩუენისა მიერ (რომ. 8:38-39).”

    მთელი განმარტება

    რამეთუ მრწამს, არცა სიკუდილი, არცა ცხორება, არცა ანგელოზნი, არცა მთავრობანი, არცა ძალნი, არცა აწმყოჲ, არცა მერმისი, არცა სიმაღლე. Არცა სიღრმე, არცა სხუაჲ რაჲმე დაბადებული შეძლებად განყენებად ჩუენდა სიყუარულისაგან ღმრთისა, რომელი ქრისტე იესუ უფლისა ჩუენისა მიერ (რომ. 8:38-39).

    დიდ არს თქმული, მაგრამ ვერ გულისხმა-ვჰყოფთ, ვინაიდან არ ძალგვიძს ამოდენა სიყვარული. თუმცა დიდად თქმულა, მოციქულს სურს გვიჩვენოს, რომ არარაობაა იგი იმ სიყვარულთან შედარებით, რომლითაც ღმერთმა შეგვიყვარა ჩვენ. თავისი სიყვარულის შესახებ იგი ღვთის სიყვარულის შემდგომ ამბობს, რათა არავინ იფიქროს, თითქოს საკუთარ თავს აღამაღლებს.

    მისი სიტყვების აზრი ასეთია: რად გველაპარაკოს აწმყოზე და ამ ცხოვრებასთან განუყრელ განსაცდელებზე? თუნდაც ვინმემ მიმითითოს მომავალ მდგომარეობებზე და ძალებზე, როგორიცაა სიცოცხლე და სიკვდილი, ანგელოზები, მთავარანგელოზები და ყოველი ზეციური ქმნილება, ესეც კი მცირეა ჩემთვის ქრისტეს სიყვარულთან შედარებით.

    მომავალი დაუსრულებელი სიკვდილითაც რომ მემუქრებოდნენ, ქრისტეს განმაშორონო, ანდა უსასრულო სიცოცხლესაც რომ შემპირებოდნენ, არ დავთანხმდებოდი. რაღა საჭიროა ვილაპარაკოთ მიწიერ მეფეებზე და ხალხის მმართველებზე, ამა თუ იმ მათგანზე? ანგელოზებზე მიმითითებ? ყოველ ზეციურ ძალაზე? ყოველივე არსებულსა და მომავალზე? ქრისტეს სიყვარულთან შედარებით, ყოველივე მცირეა ჩემთვის, ყველაფერი, რაც დედამიწაზეა, რაც ცაშია, რაც მიწის ქვეშაა, რაც ცათა უმაღლესია.

    მაგრამ რამდენადაც ესეც არ კმაროდა იმ ძლიერი სიყვარულის გამოსახატავად, რომელიც მოციქულს ჰქონდა, წარმოადგინა სხვა რამ, რაოდენ დიდებული, და ამბობს: არცა სხუაჲ რაჲმე დაბადებული. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა მსგავსი ქმნილებაც რომ არსებობდეს, ხილული თუ გონებით წვდომადი, ვერაფერი განმაშორებდა იმ სიყვარულს.

    მაგრამ ასე იმიტომ როდი გამოთქვა, თითქოს ანგელოზები ან სხვა ზეციური ძალები მართლა აშორებდნენ მას ქრისტეს, არა, არამედ სურდა უმაღლესად წარმოედგინა ის სიყვარული, რომელიც ქრისტეს მიმართ ჰქონდა. მას ქრისტე უყვარდა არა ქრისტეს კუთვნილების გამო, არამედ თავად ქრისტეს გამო. მისკენ იყო მიპყრობილი მისი მზერა და ერთის ეშინოდა, ამ სიყვარულს არ განშორებოდა. ქრისტეს სიყვარულისგან განშორება მისთვის გეენაზე უფრო საშინელი იყო, ხოლო სიყვარულში ყოფნა, სასუფეველზე უფრო სანატრელი.

    მაშ, რისი ღირსი ვიქნებით ჩვენ, როდესაც მოციქული ქრისტეს სიყვარულთან შედარებით არ გაოცებულა იმით, რაც ზეცაშია, ჩვენ კი ქრისტეს ვამჯობინებთ იმას, რაც ტალახსა და მტვერში ძევს? მას ქრისტეს სიყვარულისთვის გეენაში მოხვედრაც კი არ ენანებოდა და სასუფევლის დაკარგვაც, თუკი ეს ორივე ერთად მოუწევდა, ჩვენ კი აწმყო ცხოვრების უგულებელყოფაც არ შეგვიძლია. ნუთუ მოციქულის ფეხსაცმლის ღირსნი ვართ, ამოდენად შორს რომ ვართ მისი სულის სიდიადისგან? მან თვით სასუფეველიც კი არაფრად ჩათვალა ქრისტესთვის, ჩვენ კი ქრისტეს ვაგდებთ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რაც ქრისტეს ეკუთვნის. კარგი იქნებოდა, ქრისტეს კუთვნილს მაინც ვაფასებდეთ დიდად, მაგრამ ახლა, ესეც რომ მივატოვეთ, ისევე როგორც სასუფეველი, რომელიც შემოგვთავაზეს, ყოველდღე აჩრდილებსა და მოჩვენებებს დავსდევთ. Ღმერთმა, თავისი კაცთმოყვარეობითა და უდიდესი თვინიერებით, იგივე გააკეთა, რასაც მოსიყვარულე მამა აკეთებს, რომელიც ხედავს, რომ მისი ხშირი დარიგებები მის შვილს არ მოსწონს, გონივრულად სთავაზობს მათ სხვა სახით.

    რაკი სათანადო სიყვარული არ გაგვაჩნია ღმერთის მიმართ, ის ბევრ სხვას გვთავაზობს, რათა თავისთან დაგვიჭიროს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მასთან არ ვრჩებით, არამედ მისგან ბავშვურ თამაშებში გავრბივართ. პავლე ასეთი არ იყო, არამედ, როგორც კეთილშობილი, თავისუფალი და მამის მოყვარული შვილი, მხოლოდ ერთს ეძიებს, მამასთან ყოფნას. Დანარჩენს კი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, უფრო სწორად კი, იგი ბევრად აღემატება ასეთ შვილს. მას მამა და მამის კუთვნილება ერთნაირად არ აფასებს, არამედ როდესაც მამაზე მიაპყრობს მზერას, არაფრად მიაჩნია მისი კუთვნილება და ამჯობინებს მასთან ერთად იტანჯოს და იგვემოს, ვიდრე მისგან შორს იხაროს.

    მაშ, შევძრწუნდეთ ჩვენ, რომელთაც არ ძალგვიძს ფულის ზიზღი ღმერთისთვის, ან, უკეთ რომ ვთქვათ, არ ძალგვიძს ფულის ზიზღი საკუთარი თავისთვის. პავლე ყველაფერს ჭეშმარიტად ქრისტესთვის ითმენდა, არა სასუფევლისთვის, არა პატივისთვის, არამედ ქრისტეს სიყვარულისთვის. ჩვენ კი არც ქრისტე და არც ქრისტეს არაფერი გვაშორებს საერო საქმეებს, არამედ, როგორც გველები, როგორც იქედნეები ან ღორები, ან როგორც ეს ყველაფერი ერთად, ტალახში ვხოხავთ. რითი ვართ ამ ცხოველებზე უკეთესნი, როდესაც ამდენი და ამდენი დიდი მაგალითის მიუხედავად, მაინც ქვევით ვიყურებით და ცისკენ ოდნავაც კი ვერ ვახერხებთ გახედვას?

    ღმერთმა შენთვის ძე თვისი გასწირა, შენ კი პურსაც არ აძლევ მას, შენთვის გაცემულს, შენთვის მოკლულს. მამამ შენთვის არ დაინდო იგი, არ დაინდო, თანაც ჭეშმარიტი ძე თვისი, შენ კი ყურადღებასაც არ აქცევ მას, როდესაც ის შიმშილობს, თანაც მზად ხარ, მისი საკუთრება გაფლანგო და შენთვის გაფლანგო. რა შეიძლება იყოს ამაზე უარესი უკანონობა? შენთვის გაიცა, შენთვის მოკლეს, შენთვის მოგზაურობს, წყურვილს ითმენს, შენ კი მისივე საკუთრებიდან აძლევ, რომ ამით სარგებელი მიიღო, მაგრამ ამის მიუხედავად, არაფერს არ აძლევ. განა ყოველგვარ ქვას არ ვართ უფრო უგრძნობელნი ისინი, ვინც ამდენი აღმძვრელი გარემოების მიუხედავად, ასეთ ეშმაკისეულ სისასტიკეში რჩებიან?

    ქრისტე მხოლოდ სიკვდილითა და ჯვარცმით არ შემოიფარგლა, არამედ ინება გლახაკად, მოგზაურად, უსახლკაროდ, შიშველად ყოფნა, საპყრობილეში ყოფნა, სნეულების დათმენა, რათა თუნდაც ამით მიგიზიდოს შენსკენ. თუ არ მიზღავ იმისთვის, რაც შენთვის ვიტანჯე, ამბობს ის, შემიბრალე სიღატაკის გამო. თუ სიღატაკის შეწყალება არ გინდა, შეძარი ჩემი სნეულებით, შემიწყალე ბორკილების გამო, თუ ესეც არ განგაწყობს კაცთმოყვარეობისკენ, ყურადღება მიაქციე თხოვნის სიმარტივეს. მე არაფერს ძვირფასს არ გთხოვ, არამედ პურს, თავშესაფარსა და სანუგეშო სიტყვას. და თუ ამის შემდეგაც სასტიკი რჩები, მაშინ გამხდარიყავი უფრო კეთილი თუნდაც სასუფევლისთვის, იმ ჯილდოებისთვის, რომლებიც შენ დაგპირდი. მაგრამ მათაც არ აქვთ შენთვის მნიშვნელობა? მაშ, მოიხარე გულმოწყალებით თუნდაც თავად ბუნების მიმართ, მხედავდე მე შიშველს და გაიხსენე ის სიშიშვლე, რომელიც შენთვის ჯვარზე ვიტანჯე. და თუ არ გინდა მისი გახსენება, წარმოიდგინე სიშიშვლე, რომელსაც გლახაკების სახით ვიტანჯები. მაშინაც შენთვის მჭირდებოდა და ახლაც შენთვისვე მჭირდება, რათა შენ, ამა თუ იმით შეძრულმა, მოინდომო რაიმე მოწყალების გაღება. შენთვის ვიმარხულე და ისევ შენთვისვე ვიტანჯები შიმშილს, ვწყუროდი, ჯვარზე მყოფს, და ვწყურია გლახაკების სახით, ოღონდ ამა თუ იმით მიგიზიდო შენსკენ და შენივე ხსნისთვის გაგხადო კაცთმოყვარე. იმიტომ, რომ თუმცა ურიცხვი სიკეთისთვის მადლიერების გადახდა გმართებს, მე შენგან არ ვითხოვ, როგორც მოვალისგან, არამედ გვირგვინს გადგამ, როგორც ძღვენისთვის, და ამ მცირედისთვის მე შენ სასუფეველს გჩუქნი. მე არ ვამბობ: მიხსენი სიღატაკისგან ან მომეცი სიმდიდრე, თუმცა სწორედ შენთვის გავღარიბდი, არამედ მხოლოდ პურს, ტანსაცმელს, მცირე ნუგეშს ვითხოვ შიმშილის დროს. როდესაც საპყრობილეში ვიმყოფები, არ გაძალებ, რომ ბორკილები მომხსნა და საპყრობილიდან გამომიყვანო, არამედ მხოლოდ ერთს ვეძიებ. Შენ მოინახულო შენთვის შეკრული და ამას დიდ წყალობად მივიღებ და ამ ერთისთვის მე შენ ცას გჩუქნი. რა თქმა უნდა, მე ამის გარეშეც შემიძლია შენი დაგვირგვინება, თუმცა მინდა შენი მოვალე ვიყო, რათა გვირგვინმა მოგიტანოს შენ გარკვეული გაბედულებაც. და ამიტომ, იმის შესაძლებლობა რომ მაქვს, თავად ვირჩინო თავი, დავდივარ და გთხოვ, შენს კარებთან ვდგავარ და ხელს ვიწვდი. მე შენგან მსურს სწორედ საზრდოს მიღება, რადგან ძლიერ მიყვარხარ, შენს ტრაპეზს ვესწრაფვი, როგორც ეს მეგობრებს შორისაა. Ამით მთელი სამყაროს წინაშე ვქადულობ, მუდმივად ყველას გასაგონად ვაუწყებ შენ შესახებ და ყველას ვუჩვენებ ჩემს მარჩენალს. ჩვენ, როდესაც ვინმესთან ვიკვებებით, გვრცხვენია ამის და ჩვეულებრივ ვმალავთ, მაგრამ ქრისტე, რომელსაც ძლიერ ვუყვარვართ, თუნდაც ჩვენ ვდუმდეთ, ყველას უამბობს მომხდარის შესახებ მრავალი ქებით და არ რცხვენია თქვას. Ჩვენ შევმოსეთ იგი, როდესაც შიშველი იყო, გამოვკვებეთ, როდესაც მშიერი იყო.

    ყოველივე ამაზე დავფიქრდეთ და მხოლოდ ქებაზე ნუ შევჩერდებით, არამედ საქმით აღვასრულოთ ჩვენი სიტყვები. რა სარგებელია ამ ტაშისცემისა და ამ ხმაურისგან? მე თქვენგან მხოლოდ ერთს ვითხოვ, საქმით დამტკიცებას, რეალობაში მორჩილებას: ეს არის ჩემი ქება, ეს არის თქვენი შეძენა, ეს ჩემთვის დიადემაზე უფრო ბრწყინვალეა. მაშ, აქედან გამოსულებმა, თქვენც და მეც მოვამზადოთ გვირგვინი გლახაკების ხელით. Აწმყო ცხოვრებაშიც კეთილი იმედით ვიკვებებოდეთ და, მომავალ ცხოვრებაში გადასახლებულებმა, მივაღწიოთ ურიცხვ სიკეთეს. Რომელთა მიღებაც ყველას მოგვანიჭოს ჩვენ უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს მადლმა და კაცთმოყვარეობამ, რომელთანაც მამასა და წმიდა სულთან დიდება, ძლიერება, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

  3. ეფრემ ასური4 საუკუნე
  4. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  5. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  6. კეზარი არლელი6 საუკუნე
  7. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  8. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  9. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  10. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 10

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

რომაელთა მიმართ 8:39 კონტექსტში

პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 8:39

განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 8

სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში