გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

რუთი 2:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

რუთი 2:11

მიუგო ბოყაზმა და უთხრა: გაგებული მაქვს ყველაფერი, რაც დედამთილისთვის გააკეთე შენი ქმრის სიკვდილის შემდეგ. დედ-მამა, სამშობლო მხარე რომ მიატოვე და მოხვედი ხალხში, რომელსაც ადრე არც კი იცნობდი.

რუთი 2:11 · საქართველოს საპატრიარქო

რუთი 2:11 კონტექსტში

2:9ხომ ხედავ ამ ყანას, რომელსაც მკიან. იარე მომკელთა კვალზე. ბიჭებისთვის ნაბრძანები მაქვს, არ დაგიშალონ. თუ მოგწყურდეს, ჭურჭლებთან მიდი და დალიე, საიდანაც ჩემი ბიჭები იღებენ წყალს.

2:10პირქვე დაემხო ქალი, მდაბლად თაყვანისცა და უთხრა: რა მადლი ვპოვე შენს თვალში, რომ უცხო ტომის ქალი ასე დამაფასე?

2:11მიუგო ბოყაზმა და უთხრა: გაგებული მაქვს ყველაფერი, რაც დედამთილისთვის გააკეთე შენი ქმრის სიკვდილის შემდეგ. დედ-მამა, სამშობლო მხარე რომ მიატოვე და მოხვედი ხალხში, რომელსაც ადრე არც კი იცნობდი.

2:12უფალმა გადაგიხადოს მაგ საქმისთვის; სრული საზღაური მიგეზღოს უფლისგან, ისრაელის ღმერთისგან, რომლის ფრთებქვეშაც ხარ შეფარებული.

2:13უთხრა: მადლი მიპოვნია შენს თვალში, ბატონო, რაკი მანუგეშე და გამამხნევე შენი მხევალი. მე ხომ შენი მხევლობის ღირსიც არა ვარ!

პარალელური ადგილები: რუთი 2:11

განაგრძე კითხვა: რუთი 2

სრულად წაიკითხე: რუთი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში