
რუთი 1:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაბრუნდა ნაყომი თავის რძალთან, მოაბელ რუთთან ერთად, რომელიც მოაბის ველიდან წამოჰყვა მას. მკათათვის დასაწყისი იყო, როცა ბეთლემში მოვიდნენ ისინი.
რუთი 1:22 · საქართველოს საპატრიარქო
რუთი 1:22 კონტექსტში
1:20უთხრა მათ: ნუღა დამიძახებთ ნაყომის (სიამეს), დამიძახეთ მარა (გამწარებული), რადგან მეტისმეტად გამამწარა ყოვლადძლიერმა.
1:21სავსე წავედი და ცარიელი დამაბრუნა უფალმა. რაღატომ უნდა მეძახდეთ ნაყომის? გამტანჯა უფალმა და გამაუბედურა ყოვლადძლიერმა.
1:22დაბრუნდა ნაყომი თავის რძალთან, მოაბელ რუთთან ერთად, რომელიც მოაბის ველიდან წამოჰყვა მას. მკათათვის დასაწყისი იყო, როცა ბეთლემში მოვიდნენ ისინი.
პარალელური ადგილები: რუთი 1:22
- რუთი 2:23არ მოშორებია იგი ბოყაზის მსახურ ქალებს. კრეფდა ნამკალში, სანამ ქერისა და პურის მკა არ დასრულდა. ასე ცხოვრობდა ის თავის დედამთილთან ერთად.
- მეფეთა ბ 21:9და ხელთ მისცა გაბაონელებს და მათაც ჩამოჰკიდეს ისინი მთაზე უფლის წინაშე. ასე დაიღუპა შვიდივე ერთად. მოიკლნენ ისინი მკათათვის პირველ დღეებში, ქერის მკის დასაწყისში.
- გამოსვლა 9:31განადგურდა სელი და ქერი, რადგან ქერი ათავთავებული იყო და სელი ყვაოდა.
- გამოსვლა 9:32ხორბალი და ასლი არ განადგურებულა, რადგან საგვიანო იყო.
განაგრძე კითხვა: რუთი 1
სრულად წაიკითხე: რუთი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში