
რუთი 3:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რუთი 3:5 კონტექსტში
3:3გაიბანე, ზეთი იცხე, გამოეწყვე და კალოზე გადი. არ დაენახო იმ კაცს, სანამ ჭამა-სმა არ მორჩება.
3:4როცა დასაწოლად წავა, გაიგე, სად წევს. მიდი, გადაუწიე ფეხებთან წამოსასხამი და მიუწექი. თავად გეტყვის, როგორც უნდა მოიქცე.
3:5უთხრა: ისე მოვიქცევი, როგორც მეუბნები.
3:6გავიდა კალოზე და ისე მოიქცა, როგორც დედამთილმა დაარიგა.
3:7ჭამა და სვა ბოყაზმა, გახალისდა და წავიდა ზვინებთან დასაწოლად. უჩუმრად მივიდა რუთი, გადაუწია ფეხებთან წამოსასხამი და მიუწვა.
პარალელური ადგილები: რუთი 3:5
განაგრძე კითხვა: რუთი 3
სრულად წაიკითხე: რუთი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში