
რუთი 3:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჭამა და სვა ბოყაზმა, გახალისდა და წავიდა ზვინებთან დასაწოლად. უჩუმრად მივიდა რუთი, გადაუწია ფეხებთან წამოსასხამი და მიუწვა.
რუთი 3:7 · საქართველოს საპატრიარქო
რუთი 3:7 კონტექსტში
3:5უთხრა: ისე მოვიქცევი, როგორც მეუბნები.
3:6გავიდა კალოზე და ისე მოიქცა, როგორც დედამთილმა დაარიგა.
3:7ჭამა და სვა ბოყაზმა, გახალისდა და წავიდა ზვინებთან დასაწოლად. უჩუმრად მივიდა რუთი, გადაუწია ფეხებთან წამოსასხამი და მიუწვა.
3:8შუაღამისას შეკრთა კაცი, რაღაცას შეეხო და, აჰა, ქალი უწევს ფეხთით.
3:9თქვა: ვინა ხარ? მიუგო: რუთი ვარ, შენი მხევალი, გადააფარე ფრთა შენს მხევალს. შენ ხომ ნათესავი ხარ.
პარალელური ადგილები: რუთი 3:7
- მსაჯულნი 19:6დასხდნენ ერთად ორივენი, ჭამეს და სვეს. უთხრა კაცს ყმაწვილი ქალის მამამ: დარჩი ამაღამ და მოილხინოს შენმა გულმა.
- ესთერი 1:10მეშვიდე დღეს, როცა ღვინომ გაამხიარულა მეფის გული, უბრძანა მეჰუმანს, ბიზეთას, ჰარბონას, ბიგთას, აბაგთას, ზეთარს და ქარქასს - შვიდ საჭურისს, მეფე ახაშვეროშის წინაშე მომსახურეთ,
- მსაჯულნი 19:9ადგა კაცი, რომ შინ წასულიყო თავის ხარჭასთან და მსახურ ბიჭთან ერთად. უთხრა სიმამრმა, ყმაწვილი ქალის მამამ: აჰა, დღე საღამოსკენ გადაიხარა, ამაღამაც დარჩით, დამდეთ ხათრი. დღე სადაცაა მიილევა. ეს ღამეც აქ გაითიე და მოილხინოს შენმა გულმა. დილით ადრიანად გაუდგებით გზას და მიხვალთ შინ.
- მეფეთა ბ 13:28ასე უბრძანა აბესალომმა თავის მსახურ ბიჭებს: ყური უგდეთ, როცა ღვინისგან გამხიარულდება ამნონი და მე გეტყვით, დაჰკარით-მეთქი ამნონს, თქვენც მოკალით იგი, ნუ შეგეშინდებათ. განა მე არ გიბრძანებთ ამას? აბა, გამაგრდით და მამაცურად მოიქეცით.
- ეკლესიასტე 9:7წადი, მხიარულად ჭამე შენი პური და გულის სიხარულით სვი შენი ღვინო, რაკი ღმერთმა მოგიწონა ნამოქმედარი.
- ეკლესიასტე 8:15და შევაქე მე მხიარულება, რადგან არ ყოფილა სხვა სიკეთე ადამიანისთვის მზისქვეშეთში, გარდა იმისა, რომ სვას, ჭამოს და იმხიარულოს; ეს ყოველივე ახლავს მას მის საშრომელში დღენი მისნი, ღმერთმა რომ უბოძა მზისქვეშეთში.
- ეკლესიასტე 10:19სამხიარულოდ იმართება პურობა; ღვინო სიხარული ავსებს სიცოცხლეს, ხოლო ფული ყველაფერზე პასუხს აგებს.
- ეკლესიასტე 2:24კაცისათვის არაფერია იმაზე კარგი, რომ ჭამოს, სვას და დატკბეს თავისი ნაღვაწით. ეს გამოვცადე, რადგან ესეც ღმერთის ხელთაა.
განაგრძე კითხვა: რუთი 3
სრულად წაიკითხე: რუთი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში