
რუთი 3:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შუაღამისას შეკრთა კაცი, რაღაცას შეეხო და, აჰა, ქალი უწევს ფეხთით.
რუთი 3:8 · საქართველოს საპატრიარქო
რუთი 3:8 კონტექსტში
3:6გავიდა კალოზე და ისე მოიქცა, როგორც დედამთილმა დაარიგა.
3:7ჭამა და სვა ბოყაზმა, გახალისდა და წავიდა ზვინებთან დასაწოლად. უჩუმრად მივიდა რუთი, გადაუწია ფეხებთან წამოსასხამი და მიუწვა.
3:8შუაღამისას შეკრთა კაცი, რაღაცას შეეხო და, აჰა, ქალი უწევს ფეხთით.
3:9თქვა: ვინა ხარ? მიუგო: რუთი ვარ, შენი მხევალი, გადააფარე ფრთა შენს მხევალს. შენ ხომ ნათესავი ხარ.
3:10თქვა: დალოცვილი იყავ უფლისაგან, შვილო. რაც ახლა მადლი ჰქვნი, წინანდელზე უკეთესია. ყმაწვილთაგანს ვინმეს რომ არ წაჰეევი, არც ღარიბს, არც მდიდარს.
განაგრძე კითხვა: რუთი 3
სრულად წაიკითხე: რუთი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში