
რუთი 4:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენი სიბერის ნუგეშად და სასოდ გეყოლოს, რადგან შვა იგი შენმა საყვარელმა რძალმა, რომელიც შვიდ ვაჟიშვილს გირჩევნია.
რუთი 4:15 · საქართველოს საპატრიარქო
რუთი 4:15 კონტექსტში
4:13წაიყვანა ბოყაზმა რუთი და გახდა იგი მისი ცოლი. შევიდა მასთან და მისცა მას უფალმა ორსულობა და შვა ვაჟი.
4:14უთხრეს დედაკაცებმა ნაყომის: კურთხეულია უფალი, რომელმაც ნათესავი არ მოგიშალა დღეს! იხსენებოდეს ისრაელში მისი სახელი!
4:15შენი სიბერის ნუგეშად და სასოდ გეყოლოს, რადგან შვა იგი შენმა საყვარელმა რძალმა, რომელიც შვიდ ვაჟიშვილს გირჩევნია.
4:16მიირქვა ნაყომიმ ბავშვი, უბეში ჩაისვა და გახდა მისი გამდელი.
4:17სახელი მეზობლის ქალებმა დაარქვეს, თქვეს: ვაჟი შეეძინა ნაყომის! და დაარქვეს სახელად ყობედი. ეს იყო მამა იესესი, დავითის მამისა.
პარალელური ადგილები: რუთი 4:15
- ფსალმუნები 55:22მიანდე უფალა შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდანის წაბორძიკებას.
- შესაქმე 45:11აქ შეგინახავ-თქო, რადგან კიდევ ხუთი წელი გასტანს შიმშილი, რათა არ გაჩანაგდე შენი სახლითა და მთელი შენი საბადებლითურთ.
- ესაია 46:4შენს სიბერემდე მე იგივე ვარ და მოხუცობამდე მე გატარებ, მე შეგქმენი და მე აგიყვან, მე გატარებ და მე გადაგარჩენ.
- რუთი 2:11მიუგო ბოყაზმა და უთხრა: გაგებული მაქვს ყველაფერი, რაც დედამთილისთვის გააკეთე შენი ქმრის სიკვდილის შემდეგ. დედ-მამა, სამშობლო მხარე რომ მიატოვე და მოხვედი ხალხში, რომელსაც ადრე არც კი იცნობდი.
- რუთი 2:12უფალმა გადაგიხადოს მაგ საქმისთვის; სრული საზღაური მიგეზღოს უფლისგან, ისრაელის ღმერთისგან, რომლის ფრთებქვეშაც ხარ შეფარებული.
- იგავესნი 18:24ბევრი მეგობრის ყოლა დამღუპველია, ზოგი მეგობარი კი ძმაზე მოყვარულია.
- მეფეთა ა 1:8ელკანა, მისი ქმარი, ეუბნებოდა: ხანა, რატომ ტირი? რატომ არაფერს ჭამ? გული რატომ გაქვს დამწუხრებული? განა ათ შვილს არ გირჩევნივარ?
- შესაქმე 47:12ამარაგებდა იოსები მამას და ძმებს, მთელ მამის სახლს პურით ბავშვების სულადობის კვალობაზე.
განაგრძე კითხვა: რუთი 4
სრულად წაიკითხე: რუთი 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში