
ქებათა ქება 1:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მურრის ჭურჭელი - მეტრფე ჩემი ჩემთანაა, ჩემ ძუძუთა შორის განისვენებს.
ქებათა ქება 1:13 · საქართველოს საპატრიარქო
ქებათა ქება 1:13 კონტექსტში
1:11ოქროს საყურეებს გაგიკეთებთ, ვერცხლით დაწინწკლულთ.
1:12ვიდრემდის ინახით იჯდა მეფე, სურნელსა ფშვენდა ჩემი ნარდიონი.
1:13მურრის ჭურჭელი - მეტრფე ჩემი ჩემთანაა, ჩემ ძუძუთა შორის განისვენებს.
1:14ქოფერის მტევანია ჩემთვის ჩემი მეტრფე ენ-გადის ვენახებში.
1:15აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! მტრედებია შენი თვალები.
პარალელური ადგილები: ქებათა ქება 1:13
- იოანე 19:39მოვიდა ნიკოდემეც (ერთხელ ღამით რომ მივიდა იესოსთან) და მოიტანა სმირნისა და ალოეს ნაზავი, ასიოდ ლიტრა.
- ფსალმუნები 45:8მთელი შენი სამოსი - ვითარცა ზმირინი, ალოე და კასია; სპილოს ძვლის დარბაზებიდან გაგამხიარულებენ შენ.
- ეფესელთა მიმართ 3:17და ქრისტემ რწმენის მეშვეობით დაივანოს თქვენს გულებში,
- ქებათა ქება 4:14ნარდით და ზაფრანით, ლერწმით და კინამოთი, ყოველგვარი გუნდრუკის ხითურთ, მურრით და ალოეთი, ყოველგვარი რჩეული სურნელებით.
- ქებათა ქება 5:5ავდექი, რომ გამეღო ჩემი მეტრფისათვის; ხელებიდან მწვეთავდა მურრი, თითებიდან ეწვეთებოდა მურრი კარის სახელურს.
- ქებათა ქება 5:1ჩავედი ჩემს ბაღში, სძალო, დაო ჩემო: მოვისთვლე მურრი და ჩემის სურნელებანი. ვიგემე პური ჩემი და თაფლი ჩემი, ვსვი ღვინო ჩემი და რძე ჩემი. ჭამეთ, მოყვასნო, სვით და დაითვრვნით, მეტრფენო!
- ქებათა ქება 2:7გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს.
- ქებათა ქება 4:6ვიდრეღა სუნთქავს დღე და იძვრიან ჩრდილები, ავალ მურრის მთაზე და გუნდრუკის ბორცვზე.
განაგრძე კითხვა: ქებათა ქება 1
სრულად წაიკითხე: ქებათა ქება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში