
ქებათა ქება 1:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ქოფერის მტევანია ჩემთვის ჩემი მეტრფე ენ-გადის ვენახებში.
ქებათა ქება 1:14 · საქართველოს საპატრიარქო
ქებათა ქება 1:14 კონტექსტში
1:12ვიდრემდის ინახით იჯდა მეფე, სურნელსა ფშვენდა ჩემი ნარდიონი.
1:13მურრის ჭურჭელი - მეტრფე ჩემი ჩემთანაა, ჩემ ძუძუთა შორის განისვენებს.
1:14ქოფერის მტევანია ჩემთვის ჩემი მეტრფე ენ-გადის ვენახებში.
1:15აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! მტრედებია შენი თვალები.
1:16აჰა, მშვენიერი ხარ, მეტრფევ ჩემო, და სანატრელი! ბალახია ჩვენი სარეცელი.
პარალელური ადგილები: ქებათა ქება 1:14
- მეფეთა ა 24:1როგორც კი დაბრუნდა საული ფილისტიმელთაგან, შეატყობინეს, ენგადის უდაბნოშიაო დავითი.
- ქებათა ქება 2:3როგორც ხე ვაშლისა ტყიურ ხეთა შორის, ასეა მეტრფე ჩემი ჭაბუკთა შორის! მის ჩრდილში ჯდომა მიყვარდა და ვზივარ კიდეც, ნაყოფი მისი ეტკბო ჩემს სასას.
- ქებათა ქება 1:13მურრის ჭურჭელი - მეტრფე ჩემი ჩემთანაა, ჩემ ძუძუთა შორის განისვენებს.
- იესო ნავეს ძე 15:62ჰანიბშანი, ყირ-ჰამალახი, ყენ-გადი - ექვსი ქალაქი თავისი დაბებითურთ.
- ქებათა ქება 4:13შენი ნარგავები ბროწეულის ბაღია, რჩეული ნაყოფებით - ქოფერითა და ნარდიონით,
- ქებათა ქება 4:14ნარდით და ზაფრანით, ლერწმით და კინამოთი, ყოველგვარი გუნდრუკის ხითურთ, მურრით და ალოეთი, ყოველგვარი რჩეული სურნელებით.
განაგრძე კითხვა: ქებათა ქება 1
სრულად წაიკითხე: ქებათა ქება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში