
ქებათა ქება 2:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შემიყვანა მან ღვინის სახლში და აღმართა ჩემზე სიყვარულად თავის ალამი.
ქებათა ქება 2:4 · საქართველოს საპატრიარქო
ქებათა ქება 2:4 კონტექსტში
2:2როგორც შროშანი ეკალთა შორის, ასეა სატრფო ჩემი ასულთა შორის!
2:3როგორც ხე ვაშლისა ტყიურ ხეთა შორის, ასეა მეტრფე ჩემი ჭაბუკთა შორის! მის ჩრდილში ჯდომა მიყვარდა და ვზივარ კიდეც, ნაყოფი მისი ეტკბო ჩემს სასას.
2:4შემიყვანა მან ღვინის სახლში და აღმართა ჩემზე სიყვარულად თავის ალამი.
2:5გამამაგრეთ ღვინით, გამაგრილეთ ვაშლებით, რადგან დავსნეულდი სიყვარულისგან.
2:6ნეტავ თავქვეშ მედოს მისი მარცხენა და მარჯვენა მეხვეოდეს მისი!
პარალელური ადგილები: ქებათა ქება 2:4
- ქებათა ქება 1:4თან წარმიტაცე და ერთად გავიქცეთ. მეფემ შემიყვანა თავის პალატებში. ვიხარებდით და ვიშვებდით შენით, ვაქებდით შენს ალერსს ღვინოზე მეტად. ღირსად შეგიყვარეს შენ!
- რომაელთა მიმართ 8:28ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ.
- რომაელთა მიმართ 8:39ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.
- იოანე 15:9როგორც შემიყვარა მე მამამ, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ; დარჩით ჩემს სიყვარულში.
- იოანე 15:15უკვე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი; არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგანაც გაუწყეთ ყველაფერი, რაც მსმენია მამაჩემისგან.
- გამოცხადება 3:20აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის - ჩემთან.
- რომაელთა მიმართ 5:8მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი იმით გვიმჟღავნებს, რომ ქრისტე ჩვენი გულისთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.
- რომაელთა მიმართ 5:10რადგანაც თუ მტრები ვიყავით და მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, მით უმეტეს, შერიგებულნი ვცხონდებით მისი სიცოცხლით.
განაგრძე კითხვა: ქებათა ქება 2
სრულად წაიკითხე: ქებათა ქება 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში