
ქებათა ქება 3:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ოდენ განვშორდი, ვიპოვე ჩემი სულის შეყვარებული; დავიჭირე იგი და აღარ გავუშვი, ვიდრე არ შევუძეღ დედაჩემის სახლში და ჩემი მშობლის გალიაკში.
ქებათა ქება 3:4 · საქართველოს საპატრიარქო
ქებათა ქება 3:4 კონტექსტში
3:2ავდგები-მეთქი და მოვივლი ქალაქის ქუჩებსა და მოედნებს. მოვძებნი-მეთქი ჩემი სულის შეყვარებულს. ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე.
3:3შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი. ხომ არ გინახავთ ჩემი სულის შეყვარებული?
3:4ოდენ განვშორდი, ვიპოვე ჩემი სულის შეყვარებული; დავიჭირე იგი და აღარ გავუშვი, ვიდრე არ შევუძეღ დედაჩემის სახლში და ჩემი მშობლის გალიაკში.
3:5გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს!
3:6ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, ვით სვეტი კვამლისა, მურრითა და გუნდრუკით კმეული და მენელრცხებელთა ყოველი სურნელით?
პარალელური ადგილები: ქებათა ქება 3:4
- იგავესნი 4:13ჩაეჭიდე შეგონებას, ნუ დააგდებ; დაიმარხე იგი, რდგან ის არის შენი სიცოცხლე.
- იგავესნი 8:17მიყვარს ჩემი მოყვარულნი და მიპოვნიან ჩემი მძებნელნი;
- ქებათა ქება 8:2წაგიძღვებოდი და, ვინც გამზარდა, დედაჩემის სახლში შეგიყვანდი, სურნელოვან ღვინოს - ჩემი ბროწეულის წვენს შეგასმევდი.
- ესაია 45:19საიდუმლოდ, ბნელი ქვეყნის ადგილზე, არ მილაპარაკნია; არ მითქვამს იაკობის მოდგმისათვის: ამაოდ მეძებთ-მეთქი. მე ვარ უფალი, სიმართლის მთქმელი, სიწრფელეთა გამომცხადებელი.
- გლოვა იერემიასი 3:25კეთილია უფალი მისი მოსავისთვის, მისი მძებნელი სულისათვის;
- იერემია 29:13დამიწყებთ ძებნას და მიპოვნით, თუ მთელი გულით მეძებეთ.
- ქებათა ქება 6:12არ მეგონა, თუ გამიწევდა გული ჩემი ხალხის დიდებულთა ეტლებისკენ.
- ესაია 55:6ეძებეთ უფალი, როცა შეიძლება მისი პოვნა; მოუხმეთ მას, როცა ახლოს არის იგი.
განაგრძე კითხვა: ქებათა ქება 3
სრულად წაიკითხე: ქებათა ქება 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში