
ქებათა ქება 4:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წამო, ლიბანიდან, სძალო! წამო ლიბანიდან ჩემთან! წამოდი ამანას მწვერვალით, სენირისა და ჰერმონის მწვერვალით, ლომთა ბუნაგთაგან, ვეფხთა მთებიდან.
ქებათა ქება 4:8 · საქართველოს საპატრიარქო
ქებათა ქება 4:8 კონტექსტში
4:6ვიდრეღა სუნთქავს დღე და იძვრიან ჩრდილები, ავალ მურრის მთაზე და გუნდრუკის ბორცვზე.
4:7ყოვლად მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, და უბიწო!
4:8წამო, ლიბანიდან, სძალო! წამო ლიბანიდან ჩემთან! წამოდი ამანას მწვერვალით, სენირისა და ჰერმონის მწვერვალით, ლომთა ბუნაგთაგან, ვეფხთა მთებიდან.
4:9შენ დაატყვევე ჩემი გული, ო, სძალო, დაო ჩემო! ერთი შეხედვით, შენი ყელსაბამის ერთი მძივით!
4:10რაოდენ საამოა შენი ალერსი, სძალო, დაო ჩემო! რაოდენ ტკბილია შენი ალერსი, ღვინის უმჯობესი!
პარალელური ადგილები: ქებათა ქება 4:8
- მეორე სთვლისაება 3:9(სიდონელები ხერმონს სირიონს უწოდებენ, ამორეველები კი - სენირს),
- ქებათა ქება 2:13ლეღვმა გამოიღო თავისი ყვავილი, ვაზის ყვავილი სურნელებით ფშვენს. ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამოდი!
- ნეშტთა შორისა ა 5:23მენაშეს ტომის ნახევარიც დასახლდა იმ ქვეყნად, დაწყებული ბაშანიდან ვიდრე ბაალ-ხერმონამდე, სენირამდე და ხერმონის მთამდე. მრავალრიცხოვანნი იყვნენ ისინი.
- ფსალმუნები 45:10მისმინე, ასულო, გამოიხედე და მომაპყარ ყური. და დაივიწყე ხალხი შენი და სახლი მამაშენისა.
- კოლასელთა მიმართ 3:1თუკი ქრისტესთან ერთად აღდექით, ზეცისას ეძიებდეთ, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ.
- კოლასელთა მიმართ 3:2ზეცისას ფიქრობდეთ და არა მიწისას.
- ფსალმუნები 76:4ბრწყინვალე და ძლიერი ხარ სანადირო მთებზე მეტად.
- იგავესნი 9:6მიატოვეთ სიბრიყვე და იცოცხლებთ, ჭკვიანური გზით იარეთ.
განაგრძე კითხვა: ქებათა ქება 4
სრულად წაიკითხე: ქებათა ქება 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში