
იგავესნი 9:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიატოვეთ სიბრიყვე და იცოცხლებთ, ჭკვიანური გზით იარეთ.
იგავესნი 9:6 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის ოთხშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 9:6 კონტექსტში
9:4ბრიყვი ვინც არის, აქეთ მობრუნდეს! ჭკუათხელებს კი უთხრა:
9:5მოდით, დაპურდით ჩემი პურით და შესვით ჩემი განზავებული ღვინო.
9:6მიატოვეთ სიბრიყვე და იცოცხლებთ, ჭკვიანური გზით იარეთ.
9:7ღვთისგმობელის დამრიგებელი დამცირებას იხვეჭს, ბოროტეულის მამხილებელი - შეურაცხყოფას;
9:8ნუ ამხილებ ღვთისმგმობელს, თორემ შეგიძულებს; ამხილე ბრძენი და შეგიყვარებს;
პარალელური ადგილები: იგავესნი 9:6
- იგავესნი 13:20ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა მეგობარი კი გაუბედურდება.
- იგავესნი 4:11სიბრძნის გზა მიმისწავლებია შენთვის, სწორ ბილიკზე დამიყენებიხარ.
- ლუკას სახარება 13:24იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო ბჭით, რადგანაც გეუბნებით: მრავალნი ეცდებიან შესვლას და ვერ შესძლებენ.
- კორინთელთა მიმართ ბ 6:17ამიტომ გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ.
- იგავესნი 9:11რადგან ჩემით გამრავლდება შენი დღენი და მოგემატება სიცოცხლის წლები.
- გამოცხადება 18:4და მომესმა მეორე ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი წყლულებით.
- ფსალმუნები 45:10მისმინე, ასულო, გამოიხედე და მომაპყარ ყური. და დაივიწყე ხალხი შენი და სახლი მამაშენისა.
- იგავესნი 4:14ბოროტეულთა კვალზე არ იარო, უკეთურთა გზას არ დაადგე.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 9
სრულად წაიკითხე: იგავესნი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში