
ქებათა ქება 5:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თეთრ-ყირმიზია მეტრფე ჩემი, ათიათასთაგან გამორჩეული.
ქებათა ქება 5:10 · საქართველოს საპატრიარქო
ქებათა ქება 5:10 კონტექსტში
5:8გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, თუ ჰპოვოთ მეტრფვ ჩემი, რას ეტყვით მას? უთხარით, დავსნეულდი სიყვარულისგან.
5:9რითა სჯობს მეტრფე შენი სხვათა მეტრფეებს, უმშვენიერესო ასულთა შორის? რითა სჯობს მეტრფე შენი სხვათა მეტრფეებს, ასე რომ გვაფიცებ?
5:10თეთრ-ყირმიზია მეტრფე ჩემი, ათიათასთაგან გამორჩეული.
5:11თავი მისი ოქროა რჩეული, ხვეულია თმები მისი, შავია ყორანივით.
5:12თვალები მისი მტრედებია წყლის ნაკადულებთან, რძეში განბანილნი, ბუდეში მსხდარნი.
პარალელური ადგილები: ქებათა ქება 5:10
- ფსალმუნები 45:2ადამის ძეთა უმშვენესი ხარ, მადლი იღვრება შენთა ბაგეთაგან, ამიტომ გაკურთხა ღმერთმა უკუნისამდე.
- ფილიპელთა მიმართ 2:9ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა,
- ფილიპელთა მიმართ 2:11და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.
- ფსალმუნები 45:17გავიხსენებ შენს სახელს თაობიდან თაობაში, ამიცომ ხალხები ხოტბას შეგასხამენ უკუნითი უკუნისამდე.
- კოლასელთა მიმართ 1:18ის არის თავი ეკლესიის სხეულისა, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში პირველობდეს,
- მეფეთა ა 16:12გაგზავნა კაცი და მოაყვანინა. წითური იყო, თვალადი და ლამაზი შესახედავი. თქვა უფალმა: ადექი, სცხე მას, რადგან სწორედ ეს არის ის.
- მეორე სთვლისაება 32:31რადგან არა ჰგავს ჩვენს მფარველს მათი მფარველი, ჩვენმა მტრებმა განსაჯონ თავად.
- რომაელთა მიმართ 9:5მათნივე არიან მამანი და ხორციელად მათგანაა ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული და უკუნისამდე კურთხეული. ამინ.
განაგრძე კითხვა: ქებათა ქება 5
სრულად წაიკითხე: ქებათა ქება 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში