
ქებათა ქება 5:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თვალები მისი მტრედებია წყლის ნაკადულებთან, რძეში განბანილნი, ბუდეში მსხდარნი.
ქებათა ქება 5:12 · საქართველოს საპატრიარქო
ქებათა ქება 5:12 კონტექსტში
5:10თეთრ-ყირმიზია მეტრფე ჩემი, ათიათასთაგან გამორჩეული.
5:11თავი მისი ოქროა რჩეული, ხვეულია თმები მისი, შავია ყორანივით.
5:12თვალები მისი მტრედებია წყლის ნაკადულებთან, რძეში განბანილნი, ბუდეში მსხდარნი.
5:13ღაწვები მისი სურნელთა კვლებია, საამოდ მფშვენნი, მისი ბაგეები შროშანებია, მდინარი მურრით მწთოლარენი.
5:14ხელები მისი თლილი ოქროა, იაგუნდებით მოოჭვილი; მუცელი მისი გათლილი სპილოსძვალია, ლაჟვარდივით მოჭედილი.
პარალელური ადგილები: ქებათა ქება 5:12
- ქებათა ქება 4:1აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! შენი თვალები ორი მტრედია შენს პირბადის ქვეშ. შენი თმა არვეა თხათა, გალაადის მთიდან დაშვებული.
- ქებათა ქება 1:15აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! მტრედებია შენი თვალები.
- ებრაელთა მიმართ 4:13არ არსებობს ქმნილება, დაფარული რომ იყოს მისთვის. არამედ ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს.
განაგრძე კითხვა: ქებათა ქება 5
სრულად წაიკითხე: ქებათა ქება 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში