
ქებათა ქება 6:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სად წავიდა მეტრფე შენი, უმშვენიერესო ქალთა შორის? საით მიიქცა მეტრფე შენი?
ქებათა ქება 6:1 · საქართველოს საპატრიარქო
ქებათა ქება 6:1 კონტექსტში
6:1სად წავიდა მეტრფე შენი, უმშვენიერესო ქალთა შორის? საით მიიქცა მეტრფე შენი?
6:2თავის ბაღში ჩავიდა მეტრფე ჩემი, სურნელოვან კვლებში, ბაღებში სამწყესად, შროშანთა დასაკრეფად.
6:3მე ჩემი მეტრფისა ვარ და ჩემია მეტრფე ჩემი, რომელიც მწყესავს შროშანთა შორის.
პარალელური ადგილები: ქებათა ქება 6:1
- ქებათა ქება 5:9რითა სჯობს მეტრფე შენი სხვათა მეტრფეებს, უმშვენიერესო ასულთა შორის? რითა სჯობს მეტრფე შენი სხვათა მეტრფეებს, ასე რომ გვაფიცებ?
- ქებათა ქება 1:8თუ ვერ სცნობ, უმშვენიერესო ასულთა შორის, გაჰყევი ცხვრის კვალს და მწყემსთა კარვების შორიახლო აძოვე შენი თიკნები.
- იერემია 14:8ისრაელის სასოვ და მხსნელო გასაჭირში! რადა ხარ მდგმურივით ამ ქვეყანაში, მგზავრივით, ღამის გასათევად რომ გაჩერებულა?
- რუთი 2:12უფალმა გადაგიხადოს მაგ საქმისთვის; სრული საზღაური მიგეზღოს უფლისგან, ისრაელის ღმერთისგან, რომლის ფრთებქვეშაც ხარ შეფარებული.
- ქებათა ქება 6:4მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, თირცასავით და სანატრელი - იერუსალიმივით! საშინელი - ბაირაღებით მორთული ბანაკივით!
- ქებათა ქება 6:9ეს კი ერთადერთია, მტრედი ჩემი, უბიწო ჩემი; ეს ერთადერთია დედამისისთვის, გამორჩეულია მისი მშობლისათვის. იხილეს ქალწულებმა და ბედნიერად შერაცხეს იგი.
- ქებათა ქება 6:10ვინ არის იგი, ცისკარივით აღმომჭვრეტელი, მთვარისებრ მშვენიერი და მზისებრ ნათელი? და საშინელი როგორც ბაირაღებით მორთული ბანაკი?
- ქებათა ქება 1:4თან წარმიტაცე და ერთად გავიქცეთ. მეფემ შემიყვანა თავის პალატებში. ვიხარებდით და ვიშვებდით შენით, ვაქებდით შენს ალერსს ღვინოზე მეტად. ღირსად შეგიყვარეს შენ!
განაგრძე კითხვა: ქებათა ქება 6
სრულად წაიკითხე: ქებათა ქება 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში