
ქებათა ქება 1:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ვერ სცნობ, უმშვენიერესო ასულთა შორის, გაჰყევი ცხვრის კვალს და მწყემსთა კარვების შორიახლო აძოვე შენი თიკნები.
ქებათა ქება 1:8 · საქართველოს საპატრიარქო
ქებათა ქება 1:8 კონტექსტში
1:6ნუ უყურებთ, რომ შავი ვარ, რომ მზისგანა ვარ დამწვარი. დედაჩემის ძენი შემომწყრნენ და დამადგინეს ვენახის მცველად, ჩემი ვენახი კი ვერ დავიცავი.
1:7მითხარი, ჩემი სულის შეყვარებულო. სად აძოვებ, სად ისვენებ შუადღის ხვატში, რომ ფუჭად არ ვიხეტიალო შენი მეგობრების ჯოგებში?
1:8თუ ვერ სცნობ, უმშვენიერესო ასულთა შორის, გაჰყევი ცხვრის კვალს და მწყემსთა კარვების შორიახლო აძოვე შენი თიკნები.
1:9ჩემს ფაშატს, ფარაონის ეტლში შეკაზმულს, გამსგავსე შენ, სატრფოვ ჩემო!
1:10მშენიერია შენი ღაწვები, მძივებით შემკულნი. და ყელი, მანიაკით მორთული.
პარალელური ადგილები: ქებათა ქება 1:8
- ქებათა ქება 6:1სად წავიდა მეტრფე შენი, უმშვენიერესო ქალთა შორის? საით მიიქცა მეტრფე შენი?
- ქებათა ქება 5:9რითა სჯობს მეტრფე შენი სხვათა მეტრფეებს, უმშვენიერესო ასულთა შორის? რითა სჯობს მეტრფე შენი სხვათა მეტრფეებს, ასე რომ გვაფიცებ?
- ქებათა ქება 4:7ყოვლად მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, და უბიწო!
- პეტრეს ეპისტოლე ა 3:6ასე დაემორჩილა სარაც და ბატონი უწოდა აბრაამს, ვისი შვილებიცა ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ.
- კორინთელთა მიმართ ა 11:1მე მომბაძეთ, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს.
- ფსალმუნები 16:3წმიდანებთან, რომლებიც დედამიწაზე არიან და ძლიერებთან, - მათთან არის ჩემი ყველა სურვილი.
- ფსალმუნები 45:13მთელი დიდება მეფის ასულისა შიგნითაა; მოოქროვილია მისი სამოსი.
- ქებათა ქება 4:1აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! შენი თვალები ორი მტრედია შენს პირბადის ქვეშ. შენი თმა არვეა თხათა, გალაადის მთიდან დაშვებული.
განაგრძე კითხვა: ქებათა ქება 1
სრულად წაიკითხე: ქებათა ქება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში