
ზაქარია 14:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეს ექნება სასჯელად ეგვიპტეს და სასჯელად ყველა ხალხს, რომელიც არ ივლის კარვობის სადღესასწაულოდ.
ზაქარია 14:19 · საქართველოს საპატრიარქო
ზაქარია 14:19 კონტექსტში
14:17მოხდება ისე, რომ თუ ვინმე ქვეყნის ტომთაგანი არ ავა იერუსალიმს მეფის, ცაბაოთ უფლის თაყვანსაცემად, წვიმა არ იქნება მათზე.
14:18თუ ეგვიპტის ტომი არ ავა, არ შევა იქ, წვიმა რ იქნება მასზე; იქნება სატანჯველი, რითაც დასტანჯავს უფალი ხალხებს, რომლებიც არ ადიან კარვობის სადღესასწაულოდ.
14:19ეს ექნება სასჯელად ეგვიპტეს და სასჯელად ყველა ხალხს, რომელიც არ ივლის კარვობის სადღესასწაულოდ.
14:20იმ დღეს იქნება წარწერილი ცხენთა ზანზალაკებზე: სიწმიდე უფალს; და ქვაბები უფლის სახლში ისევე შეირაცხება, როგორც სასხურებელი თასები სამსხვერპლოს წინაშე.
14:21ყოველი ქვაბი იერუსალიმში და იუდაში წმიდა იქნება ცაბაოთ უფლისათვის; მოვა ყოველი შემწირველი, აიღებს მათგან და მოხარშავს მათში. აღარ იქნება იმ დღეს ქანაანელი ცაბაოთ უფლის სახლში.
პარალელური ადგილები: ზაქარია 14:19
განაგრძე კითხვა: ზაქარია 14
სრულად წაიკითხე: ზაქარია 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში