
ზაქარია 14:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ეგვიპტის ტომი არ ავა, არ შევა იქ, წვიმა რ იქნება მასზე; იქნება სატანჯველი, რითაც დასტანჯავს უფალი ხალხებს, რომლებიც არ ადიან კარვობის სადღესასწაულოდ.
ზაქარია 14:18 · საქართველოს საპატრიარქო
ზაქარია 14:18 კონტექსტში
14:16მოხდება ისე, რომ ვინც კი გადარჩება იმ ხალხებიდან, იერუსალიმს რომ ესხმოდნ;ნ თავს, წლიდან წლამდე ივლიან მეფის, ცაბაოთ უფლის თაყვანსაცემად და კარვობის სადღესასწაულოდ.
14:17მოხდება ისე, რომ თუ ვინმე ქვეყნის ტომთაგანი არ ავა იერუსალიმს მეფის, ცაბაოთ უფლის თაყვანსაცემად, წვიმა არ იქნება მათზე.
14:18თუ ეგვიპტის ტომი არ ავა, არ შევა იქ, წვიმა რ იქნება მასზე; იქნება სატანჯველი, რითაც დასტანჯავს უფალი ხალხებს, რომლებიც არ ადიან კარვობის სადღესასწაულოდ.
14:19ეს ექნება სასჯელად ეგვიპტეს და სასჯელად ყველა ხალხს, რომელიც არ ივლის კარვობის სადღესასწაულოდ.
14:20იმ დღეს იქნება წარწერილი ცხენთა ზანზალაკებზე: სიწმიდე უფალს; და ქვაბები უფლის სახლში ისევე შეირაცხება, როგორც სასხურებელი თასები სამსხვერპლოს წინაშე.
პარალელური ადგილები: ზაქარია 14:18
- ზაქარია 14:15ასეთივე იქნება სატანჯველი ცხენთა და ჯორთა, აქლემთა და სახედართა, ყოველი პირუტყვისა, რომელიც კი მათ ურდოებში იქნება.
- მეორე სთვლისაება 11:10რადგან ქვეყანა, სადაც თქვენ მიდიხართ დასამკვიდრებლად, არა ჰგავს ეგვიპტის ქვეყანას, საიდანაც გამოხვედი, სადაც თესავდი თესლს და რწყავდი შენი ფეხით, როგორც ბოსტანს.
- მეორე სთვლისაება 11:11ის ქვეყანა კი, რომლის დასამკვიდრებლადაც გაღმა გადადიხართ, მთაგორიანი და ველებიანი ქვეყანაა და ციდან ნაწვიმები წყლით ირწყვება,
- ზაქარია 14:12ეს იქნება სატანჯველი, რომლითაც დასტანჯავს უფალი ყველა ხალხს, ვინც კი გაილაშქრებს იერუსალიმზე; ზეზეულად შემოალპებათ ხორცი, დაულპებათ თვალები ფოსოებში და ენა დაულპებათ პირში.
განაგრძე კითხვა: ზაქარია 14
სრულად წაიკითხე: ზაქარია 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში