
ზაქარია 4:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რა ხარ შენ, დიდო მთაო? ზერუბაბელის წინაშე გასწორდები! გამოიტანს მთავარ ლოდს და შესძახებენ: მადლი, მადლი მას!
ზაქარია 4:7 · საქართველოს საპატრიარქო
ზაქარია 4:7 კონტექსტში
4:5მომიგო ანგელოზმა, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა: განა არ იცი, რა არის ესენი? ვუთხარი: არამეთქი, ჩემო ბატონო.
4:6მომიგო და მითხრა: ეს არის უფლის სიტყვა ზერუბაბელის მიმართ ნათქვამი: არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულითო, ამბობს ცაბაოთ უფალი.
4:7რა ხარ შენ, დიდო მთაო? ზერუბაბელის წინაშე გასწორდები! გამოიტანს მთავარ ლოდს და შესძახებენ: მადლი, მადლი მას!
4:8იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
4:9ზერუბაბელის ხელმა ჩაყარა ამ სახლის საფუძველი და მისივე ხელი დაასრულებს; და მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა თქვენთან.
პარალელური ადგილები: ზაქარია 4:7
- იერემია 51:25აჰა, შენზე მოვდივარ, დამღუპველო მთაო, ამბობს უფალი, მთელი ქვეყნის დამღუპველო; ხელს მოგიღერებ და კლდეზე გადმოგაქცევ და გადაბუგულ მთად გაგხდი.
- მიქა 4:1უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთების თავში დამყარდება უფლის სახლის მთა; გორაკებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები.
- ზაქარია 4:9ზერუბაბელის ხელმა ჩაყარა ამ სახლის საფუძველი და მისივე ხელი დაასრულებს; და მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა თქვენთან.
- ფსალმუნები 114:4მთები აცეკვდნენ ერკემლებივით, ბორცვნი - კრავებივით.
- ფსალმუნები 118:22ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გხდა.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:7ამრიგად, ის ფასდაუდებელია თქვენთვის, ანუ მორწმუნეთათვის, ურწმუნოთათვის კი „ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, მაგრამ კუთხის თავად დაიდვა: ქვა ფეხწამოსაკრავი და კლდე საცდური“
- ანგეა 2:21ასე უთხარი ზერუბაბელს, იუდას განმგებელს: შევარყევ ცას და მიწას;
- ანგეა 2:23იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, წაგიყვან შენ, ზერუბაბელ შელათიელის ძეო, ჩემო მორჩილო, ამბობს უფალი, და ბეჭედივით მეყოლები, რადგან ჩემი რჩეული ხარ, ამბობს ცაბაოთ უფალი.
განაგრძე კითხვა: ზაქარია 4
სრულად წაიკითხე: ზაქარია 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში