
ფსალმუნი 114:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მთები აცეკვდნენ ერკემლებივით, ბორცვნი - კრავებივით.
ფსალმუნი 114:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 114:4 კონტექსტში
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 114:4
- მსაჯულნი 5:4როცა სეყირიდან გადმოხვედი, უფალო, როცა ედომის ველზე გამოხვედი, მიწა ირყეოდა, ცაც კი იღვრებოდა, ღრუბლებიც კი წყლად იღვრებოდნენ.
- მსაჯულნი 5:5მთები იდრიკებოდნენ უფლის წინაშე, თავად ეგ სინაიც კი, უფლის წინაშე, ისრაელის ღვთისა.
- გამოსვლა 19:18ბოლავდა მთელი სინაის მთა, რადგან უფალი იყო მასზე ჩამოსული ცეცხლის ალში; როგორც ქურას, ისე ასდიოდა კვამლი და ძლიერად ირყეოდა მთა.
- გამოსვლა 20:18ხედავდა მთელი ერი ჭექა-ქუხილს, ცეცხლის ალს, საყვირის ხმას და აკვამლებულ მთას; დაინახა ხალხმა, შიშით უკუიქცა და მოშორებით დადგა.
- აბაკუმი 3:6შედგა და გათელა მიწა; გაიხედა და შეაძრწუნა ხალხები; გაცამტვერდა საუკუნო მთები, ჩამოიქცა საუკუნო ბორცვები. საუკუნოა მისი გზასავალი.
- იერემია 4:23შევხედე ქვეყანას და, აჰა, უსახური და უდაბურია; ცას და - არა აქვს ნათელი.
- იერემია 4:24შევხედე მთებს და, აჰა, იძვრიან, ბორცვები ირყევიან ერთიანად.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 3:7ახლანდელ ცასა და მიწას კი ცეცხლისათვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 114
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 114 · გახსენი ბიბლიის მკითხველში