
ზაქარია 9:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ცაბაოთ უფალი დაიფარავს მათ; შთანთქავენ და გათელავენ შურდულის ქვებს; ღვინოსავით შესვამენ მათ სისხლს; აივსებიან სასხურებელ თასივით, სამსხვერპლოს ქიმებივით.
ზაქარია 9:15 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 25 აპრილი, 2027, ბზობა: უფლის იერუსალიმად შესვლა (მწუხრი).
ზაქარია 9:15 კონტექსტში
9:13რადგან მშვილდივით მოვიზიდავ იუდას და ისრებით ავავსებ ეფრემს; აღვძრავ შენს შვილებს, სიონო, შენი შვილების წინააღმდეგ, იავანო, და მეომრის მახვილად გაქცევ!
9:14უფალი გამოჩნდება მათ ზემოთ და ელვასავით გამოვარდება მისი ისარი; ჩაჰბერავს საყვირს უფალი ღმერთი და წამოვა შუადღის ქარიშხალში.
9:15ცაბაოთ უფალი დაიფარავს მათ; შთანთქავენ და გათელავენ შურდულის ქვებს; ღვინოსავით შესვამენ მათ სისხლს; აივსებიან სასხურებელ თასივით, სამსხვერპლოს ქიმებივით.
9:16იხსნის მათ იმ დღეს უფალი, მათი ღმერთი, როგორც თავისი ხალხის ფარას? რადგან გვირგვინის თვლები არიან ისინი და გაბრწყინდებიან მის მიწაზე.
9:17ოჰ, რაზომ დიდია მისი სიკეთე, რაზომ დიდია მისი მშვენება! ჭაბუკებს - ხორბალი, ქალწულებს მაჭარი ააღორძინებს.
პარალელური ადგილები: ზაქარია 9:15
- ზაქარია 12:6გავხდი იმ დღეს იუდას ათასეულთ ანთებულ ქურად ხეთა შორის და ანთებულ ჩირაღდნად ძნებს შორის და შთანთქავენ მარჯვნივ და მარცხნივ ყველა ხალხის ირგვლივ; იერუსალიმი კი კვლავ დასახლდება თავის ადგილზე, იერუსალიმში.
- ზაქარია 10:7გმირივით გახდება ეფრემი და გახალისდება მათი გული, თითქოს ღვინისაგან; დაინახავენ ამას მათი შვილები და გაიხარებენ, მოილხენს მათი გული უფალში.
- ზაქარია 10:5იქნებიან როგორც გმირები, ქუჩის ტალახივით გამთელავნი ბრძოლაში; იბრძოლებენ, რადგან უფალი იქნება მათთან, და გააწბილებენ ცხენებზე ამხედრებულთ.
- ზაქარია 12:8იმ დღეს დაიფარავს უფალი იერუსალიმის მცხოვრებთ და ძაბუნი მათ შორის დავითივით იქნება იმ დღეს; დავითის სახლი კი ღმერთივით იქნება, უფლის ანგელოზვით იქნება მათ წინაშე.
- გამოსვლა 27:2გაუკეთე რქები ოთხსავე კუთხეში; კუთხეებიდან უნდა ამოდიოდეს რქები. სპილენძით მოჭედე ისინი.
- ფსალმუნები 78:65და გაიღვიძა, ვითარცა მძინარემ, უფალმა, როგორც დევგმირმა, ღვინისაგან გამოფხიზლებულმა.
- გამოცხადება 19:13სისხლით ნაღები სამოსით იყო მოსილი, და სახელი მისი - ღვთისა სიტყვა.
- გამოცხადება 19:21დანარჩენები კი მოისრნენ ცხენზე მჯდომარის მახვილით, რომელიც გამოდიოდა მისი პირიდან, და ყველა ფრინველი მიაძღა მათ მძორს.
განაგრძე კითხვა: ზაქარია 9
სრულად წაიკითხე: ზაქარია 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში