
ზაქარია 9:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იხსნის მათ იმ დღეს უფალი, მათი ღმერთი, როგორც თავისი ხალხის ფარას? რადგან გვირგვინის თვლები არიან ისინი და გაბრწყინდებიან მის მიწაზე.
ზაქარია 9:16 · საქართველოს საპატრიარქო
ზაქარია 9:16 კონტექსტში
9:14უფალი გამოჩნდება მათ ზემოთ და ელვასავით გამოვარდება მისი ისარი; ჩაჰბერავს საყვირს უფალი ღმერთი და წამოვა შუადღის ქარიშხალში.
9:15ცაბაოთ უფალი დაიფარავს მათ; შთანთქავენ და გათელავენ შურდულის ქვებს; ღვინოსავით შესვამენ მათ სისხლს; აივსებიან სასხურებელ თასივით, სამსხვერპლოს ქიმებივით.
9:16იხსნის მათ იმ დღეს უფალი, მათი ღმერთი, როგორც თავისი ხალხის ფარას? რადგან გვირგვინის თვლები არიან ისინი და გაბრწყინდებიან მის მიწაზე.
9:17ოჰ, რაზომ დიდია მისი სიკეთე, რაზომ დიდია მისი მშვენება! ჭაბუკებს - ხორბალი, ქალწულებს მაჭარი ააღორძინებს.
პარალელური ადგილები: ზაქარია 9:16
- ესაია 62:3იქნები მშვენების შარავანდად უფლის ხელში და სამეფო გვირგვინად შენი ღვთის მარჯვენაში.
- ანგეა 2:23იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, წაგიყვან შენ, ზერუბაბელ შელათიელის ძეო, ჩემო მორჩილო, ამბობს უფალი, და ბეჭედივით მეყოლები, რადგან ჩემი რჩეული ხარ, ამბობს ცაბაოთ უფალი.
- ლუკას სახარება 12:32ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა კეთილინება, რომ მოგეცეთ სასუფეველი.
- იოანე 10:27ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით; მე ვიცნობ მათ, და ისინიც მომდევენ.
- ეზექიელი 34:31თქვენ, ჩემო ცხვრებო, ჩემი საძოვრის ცხვრებო, ადამის მოდგმა ხართ, მე კი ღმერთი ვათ თქვენი! ამბობს უფალი ღმერთი.
- ეზექიელი 34:22მე თავად გადავარჩენ ჩემს ცხვარს და აღარ იქნება დატაცებული. მე ვიქნები მსაჯული ცხვარსა და ცხვარს შორის.
- ეზექიელი 34:26კურთხევად ვაქცევ მათ და ჩემი მაღლობის მიდამოებს, დროულად ვადინებ წვიმას და ჩემი წვიმა კურთხევა იქნება.
- ესაია 60:3ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და შენი სხივის ელვარებაზე.
განაგრძე კითხვა: ზაქარია 9
სრულად წაიკითხე: ზაქარია 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში