
წმიდა იოანე ოქროპირის ლოცვა (პირველი)
მოკლე პასუხი
წმიდა იოანე ოქროპირის ლოცვა (პირველი) არის მართლმადიდებლური ლოცვა ზიარებისთვის მომზადებიდან, დაახლოებით 2 წუთი ხმამაღლა წაკითხვისას. ქვემოთ მოცემულია მთელი ტექსტი სიტყვასიტყვით.
ლოცვის ტექსტი
მთელი ტექსტი იმ თარგმანით, რომელსაც აპში ვიყენებთ.
უფალო ღმერთო ჩემო, უწყი, რამეთუ არა ვარ ღირს, არცა კმა, რათა სართულსა ქვეშე
სახლსა სულისა ჩემისასა შემოხვიდე, ამისთვისცა, რამეთუ სრულიად ოხერ და დაცემულ
არს, და არა გაქვს ჩემს შორის ადგილი ღირსი, სადა თავი მიიდრიკო, არამედ, ვითარცა
მაღლით დაიმდაბლე თავი თვისი ჩუენთვის, აწცა მიითვალე სიმდაბლე ჩემი, და ვითარცა
თავს-იდევ ქვაბსა შინა შობა, და ბაგასა უსიტყვთასა მიწვენა, ეგრეთვე ღირს-იჩინე
ბაგასა უსიტყვისა სულისა ჩემისასა, და შეგინებულთა ხორცთა ჩემთა შემოსლვად, და
ვითარცა არა უღირს-იჩინე შესვლად და სერობად ცოდვილთა თანა სახლსა სვიმონ კეთროვნისასა,
ეგრეთვე სათნო-იყავ შემოსლვად სახლსა მდაბლისა სულისა ჩემისასა კეთროვანსა და ცოდვილსა,
და ვითარცა არა განაგდე მსგავსად ჩემსა მეძავი, და ცოდვილი მოსრული და შემხებელი
შენდა, ეგრეთვე შემიწყნარე მეცა ცოდვილი, მოსრული და შემხებელი შენი და ვითარცა
არა მოიძაგე მწიკვლევანი იგი პირი მისი, და არა-წმიდა ამბორისმყოფელი შენი. ნუცა
ჩემსა მოიძაგებ უმწიკვლევანესსა მისსა პირსა, და უარაწმიდესსა, ნუცა საძაგელთა
და უარაწმიდესთა ბაგეთა, და შეგინებულსა და არაწმიდასა ენასა ჩემსა, არამედ მეყავნ
მე ნაკვერცხალი ყოვლადწმიდისა ხორცისა, და უხრწნელისა სისხლისა შენისა, განმწმედელ
და განმანათლებელ, და სიმრთელე მდაბლისა სულისა და ხორცთა და აღმასუბუქებელ სიმძიმისა
მრავალთა ცოდვათა ჩემთასა, და საცოდ ყოვლისა საეშმაკოსა მოქმედებისა, საძლეველ
და შესაბრკოლებელ ძვირთა და ბოროტთა ჩვეულებათა ჩემთა, მომაკვდინებელ ვნებათა,
დაცვად მცნებათა შენთა, შეძინებად საღმრთოსა მადლისა შენისა და თვისებად სუფევისა
შენისა, არა ვითარცა შეურაცხ-მყოფელი მოვალ შენდა, ქრისტე ღმერთო, არამედ, ვითარცა
კადნიერი გამოუთქმელისა სახიერებისა შენისა, რათა არა მრავალ-ჟამ განშორებული ზიარებისა
შენისა, სანადირო ვიქმნე გონიერისა მგელისა; ამისთვის გევედრები შენ, რამეთუ მხოლოო
ოდენ წმიდა ხარ, მეუფეო, განსწმიდე სული ჩემი და ხორცნი, გონება და გული, თირკმელნი,
და ნაწლევნი, და ყოვლითურთ განმაახლე მე, და დანერგე შიში შენი ასოთა შინა ჩემთა,
და სიწმიდე შენი მოუკლებელ-ყავ ჩემგან და მექმენ შემწე და ხელისაღმპრობელ, წარმართე
მშვიდობასა შინა ცხოვრება ჩემი, და ღირს-მყავ მე მარჯვენით დგომად წმიდათა შენთა
თანა, ოხითა და ვედრებითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, უსხეულოთა მსახურთა და
უხრწნელთა ძალთა, და ყოველთა წმიდათა საუკუნითგან სათნოყოფილთა შენთათა, ამინ.
როდის ითქმის ეს ლოცვა
ის წმინდა ზიარებისთვის მომზადებას ეკუთვნის: იკითხება წმინდა საიდუმლოების მიღებამდე დღეებსა და საღამოს.