გადასვლა შინაარსზე
Theosis App
ქრისტე ყოვლისმპყრობელის ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე, წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა
ქრისტე ყოვლისმპყრობელი, ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე. წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა. Wikimedia Commons, საჯარო დომენი.

წმიდა სვიმეონ მეტაფრასტის ლექსები

დაახლოებით 2 წუთი · ზიარებისთვის მზადება

მოკლე პასუხი

წმიდა სვიმეონ მეტაფრასტის ლექსები არის მართლმადიდებლური ლოცვა ზიარებისთვის მომზადებიდან, დაახლოებით 2 წუთი ხმამაღლა წაკითხვისას. ქვემოთ მოცემულია მთელი ტექსტი სიტყვასიტყვით.

ლოცვის ტექსტი

მთელი ტექსტი იმ თარგმანით, რომელსაც აპში ვიყენებთ.

ესერა მივეახლები, საღმრთოსა ზიარებასა. შემოქმედო, ნუ დამწვავ ზიარებითა, რამეთუ

ცეცხლი ხარ უღირსთა შემწველი. არამედ უკვე განმწმიდე ყოვლისაგან მწიკვლისა:

ხოლო შემდგომად სთქვი:

სერობასა საიდუმლოსა შენისასა, დღეს ძეო ღმრთისაო ზიარებად შემიწყნარე, რათა არა

მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი. არცა ამბორს-გიყო, ვითარცა იუდა. არამედ ვითარცა

ავაზაკი აღგიარებ შენ. მომიხსენე მე უფალო, სასუფეველსა შენსა:

კვალად სხვანი ესე:

ღმერთ-მყოფელისა სისხლისაგან შეძრწუნდი, კაცო, ჰხედვიდე რა, რამეთუ ცეცხლი არს

უღირსთა შემწველი. ხორცი ღმრთისა განმამღრთობს მე, და მზრდის. განაღმრთობს სულსა

და ჰზრდის გონებასა უცხოდ.

შემდგომად ტროპარი ესე:

დამატკბე სიყვარულითა ქრისტე, და შემცვალე საღმრთოთა სურვილითა შენითა. დასწვენ

ცეცხლითა უნივთოთა ცოდვანი ჩემნი, და აღმავსე საშვებელითა შენითა, და ღირს-მყავ,

რათა სიხარულით ვადიდებდე სახიერ მრჩობლსა მოსლვასა შენსა:

ბრწყინვალებასა წმიდათა შენთასა, ვითარ შევიდე არა-ღირსი, რამეთუ უკეთუ ვიკადრო

შესლვად სასძლოსა, სამოსელი ჩემი მამხილებს მე, რამეთუ არა არს საქორწინე, და შეკრული,

განვიგდები ანგელოსთა მიერ. განწმიდე უფალო მწიკვლი სულისა ჩემისა, და მაცხოვნე

ვითარცა კაცთ-მოყვარემან.

მერმე ლოცვა ესე:

მეუფეო კაცთ-მოყვარეო, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, ნუმცა დასასჯელ-მექმნების

მე სიწმი-დე ესე უღირსებისათვის ჩემისა, არამედ განსაწმედელად, და წმიდა-მყოფელად

სულისა და ხორცისა, და წინდად მერმისა ცხოვრებისა, და სუფევისა.

ხოლო ჩემი მიახლება ღმრთისა კეთილ-არს, და დადებად უფლისა მიმართ სასოება ცხოვრებისა

ჩემისა.

და კვალად:

სერობასა საიდუმლოსა შენისასა, დღეს ძეო ღმრთისაო ზიარებად შემიწყნარე, რათა არა

მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი. არცა ამბორს-გიყო, ვითარცა იუდა. არამედ ვითარცა

ავაზაკი აღგიარებ შენ. მომიხსენე მე უფალო, სასუფეველსა შენსა:

ხოლო ოდეს მიემთხვიო ზიარებასა ცხოველსმყოფელსა საიდუმლოსა ნიჭსა. აქებდე

მეყვსეულად, და ჰმადლობდე ფრიად, და ამას მხურვალითა სულითა იტყოდე ღმრთისა მიმართ:

დიდება შენდა ღმერთო.

ილოცე აპშისრული ტექსტი, ინგლისური და გერმანული

როდის ითქმის ეს ლოცვა

ის წმინდა ზიარებისთვის მომზადებას ეკუთვნის: იკითხება წმინდა საიდუმლოების მიღებამდე დღეებსა და საღამოს.

All prayers before Communion

ყველა ლოცვები და საგალობლები · ლოცვის ბაწარი და იესოს ლოცვა