
ნეშტთა შორისა ა 13:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სამ თვეს ესვენა ღვთის კიდობანი გეთელი ყობედედომის კარმიდამოში და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომის კარმიდამო, და მთელი მისი საბადებელი.
ნეშტთა შორისა ა 13:14 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 13:14 კონტექსტში
13:12ღმერთის შეეშინდა დავითს იმ დღეს და თქვა: როგორ მოვა ჩემამდე ღვთის კიდობანი?
13:13არ ინდომა დავითმა უფლის კიდობნის თავისთან მიტანა დავითის ქალაქში და გეთელი ყობედ-ედომის კარ-მიდამოსკენ გადაახვევინა.
13:14სამ თვეს ესვენა ღვთის კიდობანი გეთელი ყობედედომის კარმიდამოში და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომის კარმიდამო, და მთელი მისი საბადებელი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 13:14
- ნეშტთა შორისა ა 26:4ყობედ-ედომის ძენი: შემაყია - პირმშო, იეჰოზაბადი - მეორე, იოახი - მესამე, საქარი - მეოთხე, ნეთანელი - მეხუთე.
- ნეშტთა შორისა ა 26:5ყამიელი - მეექვსე, ისაქარი - მეშვიდე, ფეყულთაი - მერვე, რადგან ღმერთმა აკურთხა იგი.
- იგავესნი 10:22უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას.
- იგავესნი 3:9პატივი მიაგე უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი მოსავლის პირველმოწეული ნაყოფით.
- იგავესნი 3:10ჭერამდე აივსება შენი ბეღლები და მაჭრის ღვარს ადინებს საწნახლები.
- შესაქმე 30:27უთხრა ლაბანმა: ნეტავ მადლი ვპოვო შენს თვალში! მიმხვდარი ვარ, შენ გამო რომ მაკურთხა უფალმა.
- შესაქმე 39:5მას შემდეგ, რაც ჩააბარა თავისი სახლი და მთელი თავისი საბადებელი, აკურთხა უფალმა ამ ეგვიპტელის სახლი იოსების გამო და იყო უფლის კურთხევა ყველაფერზე, რაც კი ებადა მას შინ და გარეთ.
- მალაქია 3:10მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით, ამბობს ცაბაოთ უფალი, თუ არ გაგიხსნათ ცის საქანელნი და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აუწყველად.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 13
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში